დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 007 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
მიღების თარიღი | 15/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 110060010.70.082.016122 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 22 აპრილის №2 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.70.082.016002) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) პროკურატურის სტაჟიორთა მიღება, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობა და შეფასება.“. 2. მე-4 მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, პროკურატურის სტაჟიორთა მიღებასთან, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობასთან და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები, თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. პროკურატურის თანამშრომელთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, პროკურატურის სტაჟიორთა მიღების, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობის და შეფასების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აღნიშნული ფიქსირდება ოქმში და წარედგინება გენერალურ პროკურორს.“. 3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) პროკურატურის სტაჟიორთა მიღებასთან, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობასთან და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები“. 4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91 საბჭო პროკურატურის სტაჟიორთა მიღების, სტაჟირების პროცესის საერთო ზედამხედველობის და შეფასების საკითხებს განიხილავს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის დებულებათა შესაბამისად“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველო (გარდა პროკურატურაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა), ხოლო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. 2. პროკურატურაში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე საბჭოს სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები