დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C და XVII-D დანართების განახლების თაობაზე გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის 2023 წლის 15 ნოემბრის №1/2023 გადაწყვეტილება“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 200/42-GI-1/2023 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/11/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016760 |
|
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის
გადაწყვეტილება №1/2023 2023 წლის 15 ნოემბერი
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XVII-C და XVII-D დანართების განახლების თაობაზე" |
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი,
ითვალისწინებს რა, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, კერძოდ, 179-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, იღებს რა მხედველობაში, რომ: (1) ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2012 წლის 1 აპრილს. (2) ეს შეთანხმება მოგვიანებით იქცა, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილად (შემდგომ – შეთანხმება), რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. (3) შეთანხმების 171-ე მუხლი ითვალისწინებს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობას, რომლებიც დაცული იქნება მის დანართებში XVII-C და XVII-D მას შემდეგ, რაც ორივე მხარისათვის მისაღები შედეგით დასრულდება ამ შეთანხმების 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურა და მონაცემების შესწავლა. (4) აღნიშნული პროცედურა და მონაცემების შესწავლა დასრულდა და, შესაბამისად, შესაძლებელია დანართში XVII-C და დანართში XVII-D ცვლილებების შეტანა. მიიღო შემდგომი გადაწყვეტილება:
|
მუხლი 1
1. ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართები XVII-C და XVII-D ჩანაცვლდეს ამ გადაწყვეტილების დანართების ტექსტით. მუხლი 2 ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან.
შესრულებულია ბრიუსელში, 2023 წლის 15 ნოემბერი.
გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სახელით
დანართი 1. დანართი XVII-C ჩანაცვლდა შემდეგით:
„დანართი XVII - C გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნული პროდუქტები, როგორც ეს მითითებულია 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში
ნაწილი A ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტები, გარდა ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და არომატიზებული ღვინოებისა, რომელთა დაცვა განხორციელდა საქართველოში
ნაწილი B საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტები, გარდა ღვინის, სპირტიანი სასმელების და არომატიზებული ღვინოებისა, რომელთა დაცვა განხორციელდა ევროკავშირში
".
2. დანართი XVII-D ჩანაცვლდა შემდეგით: „დანართი XVII - D გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნული პროდუქტები, როგორც ეს მითითებულია 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში ნაწილი A ევროკავშირის ღვინოები, რომელთა დაცვა განხორციელდა საქართველოში
საქართველოს ღვინოები, რომელთა დაცვა განხორციელდა ევროკავშირში
ნაწილი B ევროკავშირის სპირტიანი სასმელები, რომელთა დაცვა განხორციელდა საქართველოში
საქართველოს სპირტიანი სასმელები, რომელთა დაცვა განხორციელდა ევროკავშირში
ნაწილი C ევროკავშირის არომატიზებული ღვინოები, რომელთა დაცვა განხორციელდა საქართველოში
[…]". [1] გეოგრაფიული აღნივშნა Irish Whiskey/ Whiskey / Uisce Beatha Eireannach / Irish Whisky ფარავს ირლნდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში წარმოებულ ვისკის
|
|
დოკუმენტის კომენტარები