„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“
დოკუმენტის ნომერი 1068
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016763
1068
17/11/2023
ვებგვერდი, 16/01/2024
480610000.03.030.016763
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

სასესხო შეთანხმება

(ჩვეულებრივი ოპერაციები)

(კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა – ქვეპროგრამა 1)

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის

 


სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 2023 წლის 17 ნოემბრით, საქართველოსა („მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის,

სადაც,

(A) ADB-მ მსესხებლისგან მიიღო წერილი განვითარების პოლიტიკის  შესახებ, დათარიღებული  2023 წლის 27 სექტემბრით („პოლიტიკის წერილი“), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიზნებსა და პოლიტიკის ღონისძიებებს, რომლებიც შემუშავდა მსესხებლის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მიზნით („პროგრამა“), როგორც ეს აღწერილია წინამდებარე სასესხო შეთანხმების 1-ელ განრიგში;

(B) მსესხებელმა მიმართა ADB-ს სესხის თაობაზე პროგრამის მიზნებისათვის;

(C) მსესხებელსა და ADB-ს შორის იმავე დღით დათარიღებული სასესხო შეთანხმების თანახმად („პროექტის სასესხო შეთანხმება“), ADB დათანახმდა სესხის გამოყოფას ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან ოცდაათი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათასი ევროს (€30,755,000) ოდენობით პროექტის სასესხო შეთანხმების 1-ელ განრიგში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის; და

(D) ADB თანახმაა, გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ამგვარად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი I

სასესხო რეგულაციები; განმარტებები

 

ნაწილი 1.01. ADB-ის 2022 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციებისათვის განსაზღვრული სასესხო რეგულაციების („სასესხო რეგულაციები“) ყველა დებულება ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იმავე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში სრულად ასახვის შემთხვევაში, შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით:

(a) ნაწილი 2.01(qq) ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:

ტერმინი „პროგრამა“ ნიშნავს პროგრამას, რომლისთვისაც ADB დათანხმდა სესხის გაცემას, როგორც ეს აღწერილია სასესხო შეთანხმებაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ აღწერილობაში შეიძლება დროდადრო ცვლილებების შეტანა ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმების საფუძველზე;

(b) ტერმინი „პროექტი“, სადაც არ უნდა იყოს იგი გამოყენებული სასესხო რეგულაციების ფარგლებში, უნდა შეიცვალოს ტერმინით „პროგრამა“;

(c) ნაწილი 2.01(ss) ამოღებულია და ჩანაცვლებულია შემდეგით:

„პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო“ ნიშნავს ორგანიზაციას ან ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის განხორციელებაზე, როგორც ეს არის აღწერილი სასესხო შეთანხმებაში;

(d) სასესხო რეგულაციებით გათვალისწინებული ტერმინი „პროექტის აღმასრულებელი სააგენტო“ უნდა ჩანაცვლდეს ტერმინით „პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო“;

(e) ნაწილი 6.01(b) ამოღებულია.

ნაწილი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ, სასესხო რეგულაციებში განმარტებულ რამდენიმე ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, თუ წინამდებარე შეთანხმებაში არ მოხდა მათი შეცვლა ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

(a) „თანამონაწილეობის თანხები“ ნიშნავს ეროვნულ ვალუტას, რომელიც მიღებულია პროგრამის ფარგლებში სესხის თანხებიდან და რომელიც აღნიშნულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგის მე-4 პუნქტში;

(b) „სადეპოზიტო ანგარიში“ ნიშნავს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგის მე-3 პუნქტში მითითებულ ანგარიშს;

(c) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2022 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(d) “MEPA” ნიშნავს მსესხებლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;

(e) “MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;

(f) „პოლიტიკის ღონისძიებები“ ნიშნავს პოლიტიკის ღონისძიებებს, მსესხებლისა და ADB-ის შეთანხმების შესაბამისად, რომელიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს მსესხებლის მიერ პროგრამის ფარგლებში, როგორც ამას ითვალისწინებს პოლიტიკის მატრიცა;

(g) „პოლიტიკის მატრიცა“ ნიშნავს პოლიტიკის მატრიცას, რომელიც ადგენს პოლიტიკის ღონისძიებებს მსესხებლისა და ADB-ის შეთანხმების შესაბამისად;

(h) „პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო“ სასესხო რეგულაციების მიზნებისა და შინაარსისთვის ნიშნავს MOF-ს ან მის შესაძლო უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-ისთვის და პასუხს აგებს პროგრამის განხორციელებაზე; და

(i) „პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო“ სასესხო რეგულაციების მიზნებისა და შინაარსისთვის, ნიშნავს MEPA-ს ან მის შესაძლო უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-თვის და პასუხს აგებს პროგრამის განხორციელებაზე.

 

მუხლი II

სესხი

ნაწილი 2.01. (a) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ცამეტი მილიონ ცხრაას სამოცდაცხრამეტი ათასი ევროს (€13,979,000) ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კურსის მიხედვით, წინამდებარე სასესხო შეთანხმების 2.06 ნაწილში მოცემული დებულებების შესაბამისად.

(b) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 12 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია წინამდებარე ნაწილის (c) პუნქტში; 

(c) ტერმინი „საშეღავათო პერიოდი“, რომელიც გამოყენებულია ამ ნაწილის (b) პუნქტში, გულისხმობს პერიოდს, სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე, ამორტიზაციის განრიგის შესაბამისად, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგში;

ნაწილი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში, განაკვეთით, რომელიც ტოლია შემდეგ საკრებთა ჯამისა:

(a) Euribor;

(b) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.02 ნაწილით და გამოკლებული კრედიტი 0.10%-ის ოდენობით,  როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.03 ნაწილით; და

(c) სესხის დაფარვის ვადიანობის პრემია 0.10%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.03 ნაწილით.

ნაწილი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წელიწადში 0.15%-ის ოდენობით. ასეთი საურავი უნდა დაირიცხოს სესხის მთლიან თანხაზე (გარდა დროდადრო ათვისებული თანხებისა), დაწყებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.

ნაწილი 2.04. სესხზე დარიცხული პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიოები გადახდილი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის 15 აპრილსა და 15 ოქტომბერს.

ნაწილი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოტანილ სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგში მოცემული დებულებების შესაბამისად.

ნაწილი 2.06. (a) მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობებში შემდეგი ცვლილების შეტანა, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:

  1. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის შეცვლა დამტკიცებული ვალუტით;
  2. ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით შეცვლა; და
  3. ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.

 

(b) წინამდებარე ნაწილის (a) პუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერტაცია”, როგორც ეს განმარტებულია სასესხო რეგულაციების 2.01 (e) ნაწილში და უნდა შევიდეს ძალაში, სასესხო რეგულაციების V მუხლისა და კონვერტაციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

 

მუხლი III

სასესხო სახსრების გამოყენება

ნაწილი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სასესხო სახსრების გამოყენება, პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო შეთანხმების პირობების შესაბამისად.

ნაწილი 3.02. სასესხო სახსრების გამოთხოვა უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგში მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას, მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

ნაწილი 3.03. სასესხო რეგულაციების 9.02 ნაწილის მიზნებისთვის სესხის დახურვის თარიღი იქნება 2024 წლის 30 ივნისი, ან ნებისმიერი სხვა თარიღი, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს და განისაზღვროს მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი IV

განსაკუთრებული დებულებები

ნაწილი 4.01. პროგრამის გახორციელების პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება.

ნაწილი 4.02.  სასესხო რეგულაციების 7.01 და 7.04 ნაწილებში მითითებული ინფორმაციისა და ანგარიშების ფარგლებში, მსესხებელი ADB-ს წარუდგენს ან უზრუნველყოფს წარდგენას ნებისმიერი ანგარიშისა და ინფორმაციისა, რომელსაც ADB ჯეროვნად მოითხოვს (a) თანამონაწილეობის თანხებისა და მათი გამოყენების და (b) პროგრამის განხორციელების, მათ შორის მიზნების მიღწევისა და პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

 

მუხლი V

ძალაში შესვლა

ნაწილი 5.01. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია, როგორც დამატებითი პირობა წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლისთვის სასესხო რეგულაციების 10.01(f) ნაწილის მიზნებისთვის: პროექტის სასესხო შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნეს შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა (იმ პირობის გარდა, რომელიც ითხოვს წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლას) უნდა იყოს შესრულებული.

ნაწილი 5.02. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია, როგორც დამატებითი საკითხი სასესხო რეგულაციების 10.02(d) ნაწილის მიზნებისთვის, რომელიც უნდა აისახოს ADB-ისთვის წარსადგენ დასკვნაში ან დასკვნებში: რომ პროექტის სასესხო შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნეს დამტკიცებული ან რატიფიცირებული, შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და მასში მოცემული პირობების შესაბამისად სამართლებრივად სავალდებულო იყოს მსესხებლისთვის და ექვემდებარებოდეს მხოლოდ წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლას.

ნაწილი 5.03. სასესხო რეგულაციების 10.04 ნაწილის მიზნებისთვის, წინამდებარე სასესხო შეთანხმება ძალაში შესულად ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 90 დღის შემდეგ.

 

მუხლი VI

სხვადასხვა პირობები

ნაწილი 6.01. მსესხებელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02 ნაწილში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე.

ნაწილი 6.02. ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 12.01 ნაწილში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე:

მსესხებელისთვის

ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქუჩა N16, 0114

თბილისი, საქართველო

ელექტრონული ფოსტა:

publicdebt@mof.ge

ADB-ისთვის

აზიის განვითარების ბანკი

6 ADB-ის გამზირი

მანდალუიონგი

1550 მეტრო მანილა

ფილიპინები

ფაქსი:

(632) 8636-2444

 

რის დასტურადაც, მხარეები, მოქმედებენ რა სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას, მათი შესაბამისი სახელებით, ზემოთ დაწერილი პირველი დღისა და წლის მდგომარეობით და  უზრუნველყოფენ მის მიწოდებას ADB-ის ძირითად ოფისში.

 

საქართველო

__________________________________

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

 

აზიის განვითარების ბანკი

__________________________________

ლესლი ლამ

საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობის დირექტორი

 

განრიგი 1

პროგრამის აღწერა

1. პროგრამული მიდგომის ძირითადი მიზანია აღმოსავლეთ საქართველოში მდგრადი, პროდუქტიული და მედეგი სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერება. პროგრამული მიდგომა მოიცავს 2 ქვეპროგრამას და აღნიშნული პროგრამა არის პირველი ქვეპროგრამა.

2. პროგრამის ფარგლები მოიცავს შემდეგ საკითხებს: (a) მსესხებლის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას, საირიგაციო პოლიტიკის შედეგების მისაღწევად და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების გათვალისწინებით; (b) ფასებისა და კონტრაქტის ცვლილებების დანერგვას, წყლის მოხმარების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად, წყლის რესურსებზე კლიმატის ცვლილების მიმდინარე და მოსალოდნელი ზემოქმედების პირობებში; და (c) მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და ეფექტურობის და სარწყავი სისტემის მდგრადობის გასაუმჯობესებლად, კლიმატის ცვლილების პირობებში. პროგრამა უფრო დეტალურად არის აღწერილი პოლიტიკის წერილში და პოლიტიკის მატრიცაში.

3. პროგრამის დასრულება იგეგმება 2023 წლის 6 ოქტომბერს.

 

განრიგი 2

ამორტიზაციის განრიგი

 

1. ქვევით მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის (სესხზე შენატანი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად უნდა ყოფილიყო ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ს მიერ, გამრავლდება რა: (a) სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითად თანხაზე; (b) სესხზე შენატანზე, ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს გადასახდელი თანხა შესაძლებელია ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის  მე-4  პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

გადახდის თარიღი

სესხზე შენატანი

(გამოსახეული პროცენტებში)

 

15 აპრილი 2027

15 ოქტომბერი 2027

15 აპრილი 2028

15 ოქტომბერი 2028

 15 აპრილი 2029

15 ოქტომბერი 2029 

15 აპრილი 2030 

15 ოქტომბერი 2030

 15 აპრილი 2031 

15 ოქტომბერი 2031

15 აპრილი 2032 

15 ოქტომბერი 2032 

 15 აპრილი 2033

 15 ოქტომბერი 2033 

15 აპრილი 2034

 15 ოქტომბერი 2034 

 15 აპრილი 2035

 15 ოქტომბერი 2035

 15 აპრილი 2036

 15 ოქტომბერი 2036 

 15 აპრილი 2037 

 15 ოქტომბერი 2037

 15 აპრილი 2038

15 ოქტომბერი 2038

სულ

 4.166667

   4.166667

 4.166667

 4.166667 

 4.166667

4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667 

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166667

 4.166659

 

 

100.000000

      

2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის ათვისებული ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი გადახდის თარიღისთვის დგინდება შემდეგნაირად:

(a) იმ შემთხევაში თუ სესხის თანხების ნაწილი ათვისებულია ძირითადი თანხის დაფარვის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული და შესაბამისი თარიღისთვის ჩამოურიცხავი თანხა ამ განრიგის პირველი  პუნქტის შესაბამისად; და

(b) ნებისმიერი თანხა, რომლის ათვისებაც მოხდა ძირითადი თანხის პირველი  გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული ათვისების შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი ათვისებული თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია ამ განრიგის პირველ პუნქტში, ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისთვის (სესხზე თავდაპირველი შენატანი), ხოლო მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი, და ამგვარად დაანგარიშებული თანხა შეიძლება ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

3. ათვისება, რომელიც გახორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში,  ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და ჩამოურიცხავი, ათვისების თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდგომი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის  შემდგომი გადახდის თარიღიდან. 

4. მიუხედავად ამ განრიგის პირველ და მე-2 პუნქტებში შესული დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებისას, დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებული თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი  ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით რომელიმე გადახდის თარიღში, რომელიც დადგება კონვერტირების პერიოდის განმავლობაში, განისაზღვრება ADB-ის მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან:  (a) გაცვლით კურსზე, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან; ან (b) იმ შემთხვევაში, თუ ADB ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებულ გაცვლით კურსზე. 

5. თუ სესხის ათვისებული და ჩამოურიცხავი ძირითადი თანხა დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, ამ დანართში მოცემული დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის განრიგი ყოველი ასეთი თანხისთვის.

 

განრიგი 3

სასესხო თანხების გამოთხოვა

1. გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც მითითებულია წინამდებარე განრიგში, ან თუ ADB-თან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სასესხო თანხების ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის განაცხადი მსესხებლის მიერ უნდა გაეგზავნოს ADB-ს და უნდა იყოს ADB-ისთვის მისაღები ფორმით.

3. (a) სესხის ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პირველი განაცხადის ADB-ისთვის გაგზავნამდე მსესხებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკში (NBG) უნდა გამოყოს ანგარიში (სადეპოზიტო ანგარიში), სადაც მოხდება სესხის ანგარიშიდან გამოთხოვილი მთელი თანხის დეპონირება. სადეპოზიტო ანგარიში უნდა შეიქმნას, იმართოს და გაუქმდეს მსესხებლისთვის მისაღები წესებისა და პროცედურების დაცვით.

(b) სადეპოზიტო ანგარიშის განცალკევებული ანგარიშები და ჩანაწერები უნდა შენარჩუნდეს ADB-ისთვის მისაღები ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. ADB-ის მოთხოვნის შემთხვევაში მსესხებელს ხელთ უნდა ჰქონდეს სადეპოზიტო ანგარიშის ფინანსური ანგარიშები, შემოწმებული დამოუკიდებელი აუდიტების მიერ, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღებია ADB-ისთვის, აუდიტის საერთაშორისო პრინციპების ან ეროვნულ დონეზე არსებული აღნიშნულის ეკვივალენტური და ADB-ისთვის მისაღები პრინციპების შესაბამისად. მათი შემუშავების შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არაუგვიანეს ADB-ის მიერ მოთხოვნიდან 6 თვისა, მსგავსი ფინანსური ანგარიშების აუდიტის შედეგთა და მათზე აუდიტორთა მოსაზრებების ასლები ინგლისურ ენაზე უნდა მიეწოდოს ADB-ს.

4. არცერთი სესხის თანხის გამოთხოვა არ მოხდება წინამდებარე განრიგის დანართში მითითებული რომელიმე მუხლის დასაფინანსებლად.

5. მიუხედავად წინამდებარე სასესხო შეთანხმების სხვა დებულებისა და გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ADB სხვაგვარად არის თანახმა, სესხის ანგარიშიდან არ განხორციელდება თანხის გამოთხოვა, თუ: (a) მსესხებელი არ შეასრულებს პოლიტიკის ღონისძიებებს სესხის სახსრების გათავისუფლებისთვის; და (b) პოლიტიკის აღნიშნული ღონისძიებები კვლავ არ იქნება ძალაში.

 

მე-3 განრიგის დანართი 2

უარყოფითი სია

სასესხო თანხების გამოთხოვა არ მოხდება შემდეგ შემთხვევაში:

  1. ხარჯები იმ საქონლისათვის, რომელიც შედის გაეროს სტანდარტული საერთაშორისო ვაჭრობის კლასიფიკაციის, შესწორებული ვერსია 3 (ცხრილი) შემდეგ ჯგუფებსა თუ ქვეჯგუფებში ან მომავალში შევა გაეროს სტანდარტული საერთაშორისო ვაჭრობის კლასიფიკაციის შესწორებული ვერსიების შესაბამის ჯგუფებსა და ქვეჯგუფებში, რომლის შესახებაც ADB აცნობებს მსესხებელს:

 

ცხრილი: აკრძალული ერთეულები

თავი                                          სათაური                                                    ერთეულების აღწერილობა

 

 

 

112

 

ალკოჰოლური სასმელები;

121

 

თამბაქო, გადაუმუშავებელი; თამბაქოს ნარჩენები;

122

 

თამბაქო, გადამუშავებული (შეიცავს თუ არ შეიცავს თამბაქოს შემცვლელს);

525

 

რადიაქტიური და მასთან დაკავშირებული მასალები;

667

 

მარგალიტები, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი მასალები, დამუშავებული და დაუმუშავებელი;

718

718.7

ბირთვული რეაქტორები და ნაწილები, საწვავის ელემენტები (კარტრიჯები), არარადიაციული ბირთვული რეაქტორებისათვის;

728

728.43

თამბაქოს გადამამუშავებელი დანადგარები;

897

897.3

ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის მეტალები (გარდა საათებისა და საათის ჩარჩოებისა) და ოქროს ან ვერცხლის საიუველირო ნაწარმი (დამუშავებული ძვირფასი ქვების ჩათვლით)

971

 

ოქრო, არამონეტარული (ოქროს მადნისა და კონცენტრატების გარდა)  

 

წყარო: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული საერთაშორისო ვაჭრობის კლასიფიკაცია, შესწორებული ვერსია 3.

  1. ხარჯები კონტრაქტის ფარგლებში უზრუნველყოფილი საქონლის მიწოდებისთვის, რომელიც დაფინანსდება ნებისმიერი ეროვნული ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ან უწყების მიერ ან მოხდა შეთანხმება ამგვარ დაფინანსებაზე, ADB-ის ნებისმიერი სესხიდან ან გრანტიდან დაფინანსებული კონტრაქტის ჩათვლით;
  2. ხარჯები საქონლისათვის, რომელიც გამიზნულია სამხედრო ან ნახევრად სამხედრო მიზნებისათვის ან ფუფუნების მოხმარებისათვის;
  3. ხარჯები ნარკოტიკებისათვის;
  4. ხარჯები საქონლისათვის, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს, რომლის წარმოება, გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონების ან იმ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, რომელთა მხარესაც მსესხებელი წარმოადგენს; და
  5. ხარჯები ნებისმიერ გადახდასთან დაკავშირებით, რომელიც მსესხებლის მიერაა აკრძალული გაეროს წესდების VII თავის მიხედვით მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

განრიგი 4

პროგრამის განხორციელება და სხვა საკითხები

განხორციელების ღონისძიებები

1. პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო პასუხისმგებელია პროგრამის ზოგად განხორციელებაზე. პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო პასუხისმგებელია პროგრამის ყოველდღიურ განხორციელებაზე.

პოლიტიკის ღონისძიებები და დიალოგი

2. მსესხებელი უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში მიღებული პოლიტიკის ყველა ღონისძიების მოქმედებას პროგრამული მიდგომის განმავლობაში.

3. მსესხებელი უზრუნველყოფს ADB-ის ინფორმირებულობას მრავალმხრივი და ორმხრივი დახმარების სხვა ორგანიზაციებთან პოლიტიკის განხილვების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინონ პროგრამულ მიდგომაზე და მისცემს ADB-ს შესაძლებლობას კომენტარი გააკეთოს აქედან გამომდინარე პოლიტიკის ნებისმიერ წინადადებაზე. მსესხებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ADB-ის მოსაზრებები ნებისმიერი ამგვარი წინადადების დასრულებამდე და განხორციელებამდე.

თანამონაწილეობის სახსრების გამოყენება

4. მსესხებელი უზრუნველყოფს თანამონაწილეობის თანხების გამოყენებას გარკვეული პროგრამებისა და საქმიანობების განხორციელების დასაფინანსებლად პროგრამის ამოცანების შესაბამისად.

მმართველობა და ანტიკორუფციული პოლიტიკა

5. მსესხებელი, პროგრამის აღმასრულებელი სააგენტო და პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო: (a) ასრულებს ADB-ის ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998 წელს მიღებული დოკუმენტის ბოლო ვერსია) და აღიარებს, რომ ADB იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი წარმომადგენლების მეშვეობით გამოიძიოს პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციული, თაღლითური, საიდუმლო შეთანხმების ან იძულებითი პრაქტიკა; და (b) ითანამშრომლოს ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და გაუწიოს ყველა სახის საჭირო დახმარება ამგვარი გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასასრულებლად.

მონიტორინგი და შეფასება

6. მსესხებელი უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს მიერ (a)   პერიოდულ მიმოხილვას პროგრამის მიღწევებისა და ზემოქმედების შესაფასებლად; და (b) შესაძლებლობას აძლევს ADB-ს განიხილოს და შენიშვნები გამოთქვას პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს შესაბამის კვლევებზე, ბრძანებებზე, წესებსა და რეგულაციებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, აისახება პროგრამის მიზნებზე.  იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს ADB-ს პროგრამისა და საერთო პროგრამული მიდგომის მიმოხილვაში,  მსესხებელმა, პროექტის განმახორციელებელი სააგენტოს მეშვეობით, დროულად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ, ADB-ის მიერ მოთხოვნილი დეტალურობის დონით.