„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“
დოკუმენტის ნომერი 1069
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016764
1069
17/11/2023
ვებგვერდი, 16/01/2024
480610000.03.030.016764
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“

სასესხო შეთანხმება, დათარიღებული 2023 წლის 17 ნოემბრით, საქართველოსა („მსესხებელი) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის,

სადაც,

(A) მსესხებელმა მიმართა ADB-ს სესხის გამოყოფის თაობაზე, წინამდებარე სასესხო შეთანხმების 1-ელ განგრიგში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის;

(B) მსესხებელსა და ADB-ს შორის იმავე დღით დათარიღებული სასესხო შეთანხმების თანახმად („პროგრამის სასესხო შეთანხმება“), ADB დათანახმდა სესხის გამოყოფას ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან ცამეტი მილიონ ცხრაას სამოცდაცხრამეტი ათასი ევროს (€ 13,979,000) ოდენობით („პროგრამის სესხი“) პროგრამის სასესხო შეთანხმების 1-ელ განრიგში აღწერილი პროგრამის მიზნებისათვის;

(C) ADB თანახმაა გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ამგვარად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


 მუხლი I

სასესხო რეგულაციები; განმარტებები

ნაწილი 1.01. ADB-ის 2022 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციებისათვის განსაზღვრული სასესხო რეგულაციების („სასესხო რეგულაციები“) ყველა დებულება ვრცელდება წინამდებარე სასესხო შეთანხმებაზე იმავე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში სრულად ასახვის შემთხვევაში.

ნაწილი 1.02. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ, სასესხო რეგულაციებში განმარტებულ რამდენიმე ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, თუ წინამდებარე შეთანხმებაში არ მოხდა მათი შეცვლა ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო შეთანხმებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

(a) „საკონსულტაციო მომსახურებები“ ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებებს, როგორც ეს აღწერილია შესყიდვების რეგულაციებით და ასახულია შესყიდვის გეგმაში და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხიდან;

(b) „EARF“ ნიშნავს გარემოს შეფასების და მიმოხილვის ჩარჩო დოკუმენტს პროექტისთვის, მათ შორის მის ნებისმიერ განახლებას, რომელსაც ამზადებს და წარადგენს მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით და ადასტურებს ADB;

(c) „EMP“ ნიშნავს გარემოს მართვის გეგმას, რომელიც მომზადებულია ქვეპროექტისთვის, მოიცავს ნებისმიერ განახლებას, რომელიც წარმოადგენს IEE-ს ნაწილს;

(d) „გარემოსდაცვითი გარანტიები“ ნიშნავს იმ პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აღწერილია SPS-ის  V თავში, 1-ელ, მე-4 დანართში (საჭიროებისამებრ);

(e) „GAP“ ნიშნავს გენდერულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მზადდება პროექტისთვის, მათ შორის მის ნებისმიერ განახლებას, რომელიც შეთანხმებული იქნება მსესხებელსა და ADB-ს შორის;

(f) „საქონელი“ ნიშნავს აღჭურვილობას და მასალებს, როგორც ეს შესყიდვის გეგმით არის განსაზღვრული და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხებიდან, მათ შორის ისეთ არასაკონსულტაციო მომსახურებებს, როგორიცაა: ტრანსპორტირება, დაზღვევა, მონტაჟი,  ექსპლუატაციაში ჩაშვება, სწავლება და პირველადი ტექნიკური მომსახურება;

(g) „IEE” ნიშნავს პროექტის  გარემოს პირველად შემოწმებას, მათ შორის მის ნებისმიერ განახლებას, რომელსაც ამზადებს და წარადგენს მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით და ადასტურებს ADB;

(h) „მკვიდრი მოსახლეობის გარანტიები“  ნიშნავს SPS-ის V თავის, მე-3 დანართში, მე-4 დანართში (საჭიროებისამებრ) განსაზღვრულ პრინციპებსა და მოთხოვნებს;

(i) „იძულებითი განსახლების გარანტიები“ ნიშნავს იმ პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აღწერილია ქვემოთ SPS-ის  V თავის მე-2, მე-4 დანართებში (შესაბამისობის მიხედვით);

(j) „LARF”  ნიშნავს პროექტის მიწის შესყიდვის ჩარჩო დოკუმენტს, მათ შორის ნებისმიერ მის განახლებას, რომელსაც ამზადებს და წარადგენს მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, და ადასტურებს ADB;

(k) „LARP” ნიშნავს პროექტისთვის მომზადებულ განსახლების ჩარჩოს, მათ შორის მის ნებისმიერ განახლებას, რომელიც მომზადდება და წარდგენილი იქნება მსესხებლის მიერ, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით და დადასტურდება ADB-ის მიერ;

(l) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2022 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(m) „MEPA” ნიშნავს მსესხებლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;

(n) „MOF” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის შესაძლო სამართალმემკვიდრეს;

(o) „არა-საკონსულტაციო მომსახურებები“ ნიშნავს არა-საკონსულტაციო მომსახურებებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების რეგულაციებში და შესყიდვის გეგმაში და რომლებიც დაფინანსდება სესხის თანხის საშუალებით;

(p) „PAM” – ნიშნავს პროექტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს, რომელიც დათარიღებულია 2023 წლის 20 სექტემბრით და შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას მსესხებლისა და ADB-ის ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად;

(q) „შესყიდვების გეგმა“ ნიშნავს, პროექტის შესყიდვების გეგმას, რომელიც დათარიღებულია 2023 წლის 20 სექტემბრით და შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას შესყიდვის პოლიტიკის, შესყიდვის რეგულაციების, და ADB-სთან შეთანხმებული სხვა პირობების საფუძველზე;

(r) „შესყიდვების პოლიტიკა“ ნიშნავს ADB-ის შესყიდვის რეგულაციებს  ADB-ის მსესხებლებისთვის საქონლის, სამუშაოს, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებებს (2017 წლის ვერსია, მასში, პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(s) „შესყიდვების რეგულაციები“ ნიშნავს ADB-ს მიერ მსესხებლებისთვის დადგენილ შესყიდვების რეგულაციებს საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო და საკონსულტაციო მომსახურებები (2017 წლის ვერსია, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);

(t) „პროექტის აღმასრულებელი სააგენტო“ სასესხო რეგულაციების მიზნებისა და შინაარსისთვის, ნიშნავს MEPA-ს ან მის შესაძლო უფლებამონაცვლეს, რომელიც მისაღებია ADB-სთვის და პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე;

(u) „საპროექტო ტერიტორია“ ნიშნავს ძირითადი არხის ნაწილს, რომელიც ქმნის საპროექტო ობიექტების ნაწილს ან კომბინირებული (ღია და დახურული მილსადენის სისტემა) გამანაწილებელი ქსელის ტერიტორიას, რომელიც საპროექტო ობიექტების ნაწილს წარმოადგენს;

(v) „საპროექტო ობიექტები“ ნიშნავს  პროექტის ფარგლებში შესამუშავებელ, ასაშენებელ, დასამონტაჟებელ, განსაახლებელ, სარეაბილიტაციო ან/და საექსპლუატაციო ობიექტებს;

(w) „საგარანტიო მექანიზმების მონიტორინგის ანგარიში“ ნიშნავს თითოეულ ანგარიშს, რომელსაც მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, ამზადებს და წარუდგენს ADB-ს და რომელიც აღწერს განხორციელების მიმდინარეობას და EMP-თან და LARP-თან შესაბამისობას (საჭიროებისამებრ), მათ შორის გამოსასწორებელ და პრევენციულ ქმედებებს;

(x) „მომსახურებები“ ნიშნავს საკონსულტაციო მომსახურებებს და არასაკონსულტაციო მომსახურებებს;

(y)  „SPS” – ნიშნავს ADB-ის საგარანტიო პოლიტიკას (2009); და

(z) „სამუშაოები“ ნიშნავს მშენებლობას ან სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც განსაზღვრულია შესყიდვების გეგმით და ფინანსდება სასესხო სახსრებიდან, მათ შორის არასაკონსულტაციო მომსახურებებს და პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებებს, რომლებიც ხორციელდება ცალკეული პასუხისმგებლობის ან კონტრაქტის სრული პაკეტის ფარგლებში.

მუხლი II

სესხი

ნაწილი 2.01.      (a) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ოცდაათი მილიონ შვიდას ორმოცდათხუთმეტი ათასი (€30,755,000) ევროს ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო კონვერტირებულ იქნეს ვალუტის კურსის მიხედვით, წინამდებარე სასესხო შეთანხმების 2.06 პუნქტში მოცემული დებულებების შესაბამისად.

(b) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 20 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია წინამდებარე პუნქტის (c) ქვეპუნქტში. 

(c) ტერმინი „საშეღავათო პერიოდი”, რომელიც გამოყენებულია ამ პუნქტის (b) ქვეპუნქტში, გულისხმობს პერიოდს, სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე, ამორტიზაციის განრიგის შესაბამისად, რომელიც მოცემულია წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-2 განრიგში.

ნაწილი 2.02. მსესხებელი გადაუხდის ADB-ს პროცენტს ათვისებულ და დაუბრუნებელ სესხის თანხაზე დროდადრო თითოეულ საპროცენტო პერიოდში, განაკვეთით, რომელიც ტოლია შემდეგ საკრებთა ჯამისა:

(a) Euribor;

(b) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.02 ნაწილით, და გამოკლებული კრედიტი 0.10%-ის ოდენობით,  როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.03 ნაწილით; და

(c) სესხის დაფარვის ვადიანობის პრემია 0.20%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 3.03 ნაწილით.

ნაწილი 2.03. მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების გადასახდელი წელიწადში 0.15%-ის ოდენობით. ასეთი გადასახდელი უნდა დაირიცხოს სესხის მთლიან თანხაზე (გარდა დროდადრო ათვისებული თანხებისა), დაწყებული წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.

ნაწილი 2.04. სესხზე დარიცხული პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიოები გადახდილი უნდა იყოს წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის 15 აპრილსა და 15 ოქტომბერს.

ნაწილი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოტანილ სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგში მოცემული დებულებების შესაბამისად.

ნაწილი 2.06. (a) მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობებში შემდეგი ცვლილების შეტანა, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:

  1. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის შეცვლა დამტკიცებული ვალუტით;
  2. ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით შეცვლა; და
  3. ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.

(b) წინამდებარე პუნქტის (a) ქვეპუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერტაცია”, როგორც ეს განმარტებულია სასესხო რეგულაციების 2.01 (e) ნაწილში და უნდა შევიდეს ძალაში სასესხო რეგულაციების V მუხლისა და კონვერტაციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

მუხლი III

სასესხო სახსრების გამოყენება

ნაწილი 3.01. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სასესხო სახსრების გამოყენება პროექტით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე სასესხო შეთანხმების პირობების შესაბამისად.

ნაწილი 3.02. სასესხო სახსრების გამოთხოვა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-3 განრიგში მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

ნაწილი 3.03. თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან, მსესხებელი უზრუნველყოფს ან ქმნის პირობებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დანახარჯების დაფინანსება გახორციელდეს სასესხო სახსრებიდან, წინამდებარე შეთანხმების მე-4 განრიგის დებულებების შესაბამისად.

ნაწილი 3.04. სასესხო რეგულაციების 9.02  ნაწილის მიზნებისთვის სესხის დახურვის თარიღი იქნება 2030 წლის 30 აპრილი, ან ნებისმიერი სხვა თარიღი, რომელიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს და განისაზღვროს მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი IV

განსაკუთრებული დებულებები

ნაწილი 4.01 პროექტისა და პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის გახორციელების პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების მე-4 განრიგში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება.

ნაწილი 4.02  (a) მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა (i) იქონიოს ცალკე ანგარიშები და დოკუმენტაცია აღნიშნული პროექტისათვის, (ii) მოამზადოს პროექტის წლიური ფინანსური ანგარიშები, ADB-ისთვის მისაღები ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად; (iii) ყოველწლიურად განახორციელებინოს აღნიშნული ფინანსური ანგარიშების აუდიტი დამოუკიდებელ აუდიტორებს, რომელთა კვალიფიკაცია, გამოცდილება და კომპეტენცია მისაღებია ADB-თვის, აუდიტის ჩატარების სტანდარტების შესაბამისად; (iv) თითოეული მსგავსი აუდიტის შემთხვევაში აუდიტორებს მოამზადებინოს ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება აუდიტის დასკვნა ფინანსურ ანგარიშებთან და სასესხო თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე მენეჯმენტის წერილი (რომელიც განსაზღვრავს პროექტის შიდა კონტროლის კუთხით არსებულ ნაკლოვანებებს, რომელიც აღმოჩენილ იქნა აუდიტის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და (v) ფისკალური წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში ADB-ს წარუდგინოს შემოწმებული ფინანსური ანგარიშების, აუდიტის დასკვნებისა და მენეჯმენტის წერილის ასლები, ინგლისურ ენაზე და ასევე აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია, დროდადრო ADB-ს გონივრული მოთხოვნის შესაბამისად.

(b) ADB-მ საკუთარ ვებგვერდზე უნდა გაასაჯაროოს პროექტის შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აუდიტის დასკვნები, ADB-ის მიერ აღიშნული დოკუმენტების მიღების დადასტურებიდან 14 დღის ვადაში.

(c) მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, საშუალება უნდა მისცეს ADB-ს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, წინამდებარე თავის (a)(iii) ქვეპუნქტის შესაბამისად დაქირავებულ აუდიტორებთან ერთად განიხილოს პროექტის ფინანსური ანგარიში და  მსესხებლის ფინანსური საქმიანობა, თუ ეს დაკავშირებულია პროექტთან და უფლებამოსილება მიანიჭოს აღნიშნული აუდიტორების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ განხილვებში ADB-ს მოთხოვნის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული განხილვები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსესხებელთან არ მოხდება სხვაგვარად შეთანხმება.

ნაწილი 4.03 მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, შესაძლებლობა უნდა მისცეს ADB-ს წარმომადგენლებს განახორციელონ პროექტის, საქონლისა და სამუშაოების და შესაბამისი ანგარიშებისა და დოკუმენტაციის ინსპექტირება.

მუხლი V

ძალაში შესვლა

ნაწილი 5.01. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია, როგორც დამატებითი პირობა წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლისთვის სასესხო რეგულაციების 10.01(f) ნაწილის მიზნებისთვის: პროგრამის სასესხო შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნეს შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა (იმ პირობის გარდა, რომელიც ითხოვს წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლას) უნდა იყოს შესრულებული.

ნაწილი 5.02. ქვემოთ მოცემული განსაზღვრულია, როგორც დამატებითი საკითხი სასესხო რეგულაციების 10.02(d)  ნაწილის მიზნებისთვის, რომელიც უნდა აისახოს ADB-ისთვის წარსადგენ დასკვნაში ან დასკვნებში: რომ პროგრამის სასესხო შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნეს დამტკიცებული ან რატიფიცირებული, შესრულებული და მიწოდებული მსესხებლის სახელით და მასში მოცემული პირობების შესაბამისად სამართლებრივად სავალდებულო იყოს მსესხებლისთვის და ექვემდებარებოდეს მხოლოდ წინამდებარე სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლას.

ნაწილი 5.03. სასესხო რეგულაციების 10.04  ნაწილის მიზნებისთვის, წინამდებარე სასესხო შეთანხმება ძალაში შესულად ჩაითვლება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 90 დღის შემდეგ.

მუხლი VI

სხვადასხვა პირობები

ნაწილი 6.01. მსესხებელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02  ნაწილში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე.

ნაწილი 6.02. ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო რეგულაციების 12.01 ნაწილში განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე:

მსესხებლისთვის

ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქუჩა N16, 0114

თბილისი, საქართველო

ელექტრონული ფოსტა publicdebt@mof.ge

ADB-ისთვის

აზიის განვითარების ბანკი

6 ADB-ის გამზირი

მანდალუიონგი

1550 მეტრო მანილა

ფილიპინები

ფაქსი:

(632) 8636-2444

რის დასტურადაც, მხარეები, მოქმედებენ რა სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას, მათი შესაბამისი სახელებით, ზემოთ დაწერილი პირველი დღისა და წლის მდგომარეობით და  უზრუნველყოფენ მის მიწოდებას ADB-ის ძირითად ოფისში.

საქართველო

 

__________________________________

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

აზიის განვითარების ბანკი

 

__________________________________

ლესლი ლამ

საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლობის დირექტორი

 

განრიგი 1

პროექტის აღწერა

 

1.  პროექტის მიზანია აღმოსავლეთ საქართველოში მდგრადი, პროდუქტიული და მედეგი სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერება.

2.   პროექტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

(a) ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის საირიგაციო სისტემის მოდერნიზაცია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, მათ შორის:

(i) მაგისტრალური არხის განახლება (სიგრძე – დაახლოებით 17 კილომეტრი);

(ii) დაახლოებით 630 კილომეტრი ჯამური სიგრძის მქონე კომბინირებული (ღია და დახურული მილსადენის სისტემა) გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა სარწყავი წყლის მისაწოდებლად დაახლოებით 7316 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, რომელიც ჩაანაცვლებს მიმდინარე ღია არხის სისტემას; და

(iii) საზედამხედველო კონტროლისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის შექმნა წყლის ნაკადების რეალურ დროში მონიტორინგისა და რეგულირებისთვის.

(b) ფერმერების მხარდაჭერის უზრუნველყოფა ირიგაციის და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების მოდერნიზებისა და გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის:

(i) ინოვაციური საირიგაციო და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების დემონსტრირება, მათ შორის კლიმატგონივრული წყლის მართვა და ირიგაციის მეთოდები (წვეთური და გაფრქვევითი ირიგაცია), ადგილობრივი წყლის შენახვისა და გადამუშავების შესაძლებლობები;  კლიმატგონივრული ფერმის მართვა, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები და მაღალი ღირებულების მოსავლის წარმოება; და ღონისძიებები ნიადაგის ეროზიის წანააღმდეგ;

(ii) ფერმერთა და სარწყავი სისტემის მიმართულებით დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა ახალი ფერმერული ტექნოლოგიების სწავლების გზით;

(iii) ღონისძიებების იდენტიფიცირება ფინანსებზე, საბაზრო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვების აღმოსაფხვრელად და ახალი ტექნოლოგიების დასანერგად.

3.  პროექტის დასრულება იგეგმება 2029 წლის 31 ოქტომბერს.

განრიგი 2

ამორტიზაციის განრიგი

  1. ქვევით მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის (სესხზე შენატანი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად უნდა ყოფილიყო ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც მსესხებლის მიერ უნდა დაიფაროს სესხის ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ის მიერ, გამრავლდება რა: (a) სესხის ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითად თანხაზე (b) სესხზე შენატანზე, ძირითადი თანხის ყოველი გადახდის თარიღისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, ეს გადასახდელი თანხა შესაძლებელია ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

გადახდის თარიღი                                                                         სესხზე შენატანი

 (გამოსახული პროცენტებში %)

 

                15 აპრილი, 2029                                                                    2.500000

                 15 ოქტომბერი, 2029                                                            2.500000

                 15 აპრილი, 2030                                                                2.500000

                15 ოქტომბერი, 2030                                                           2.500000

                15 აპრილი, 2031                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2031                                                           2.500000

                15 აპრილი, 2032                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2032                                                           2.500000

                15 აპრილი, 2033                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2033                                                           2.500000

                15 აპრილი, 2034                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2034                                                           2.500000

                15 აპრილი, 2035                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2035                                                           2.500000

                15 აპრილი, 2036                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2036                                                           2.500000

                15 აპრილი, 2037                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2037                                                           2.500000

                15 აპრილი, 2038                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2038                                                           2.500000

                15 აპრილი, 2039                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2039                                                         2.500000

                15 აპრილი, 2040                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2040                                                           2.500000

                15 აპრილი, 2041                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2041                                                           2.500000

                15 აპრილი, 2042                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2042                                                           2.500000

                15 აპრილი, 2043                                                                  2.500000

                15 ოქტომბერი, 2043                                                           2.500000

                15 აპრილი, 2044                                                                  2.500000

                 15 ოქტომბერი, 2044                                                            2.500000

                 15 აპრილი, 2045                                                                   2.500000

                 15 ოქტომბერი, 2045                                                            2.500000

                 15 აპრილი, 2046                                                                   2.500000

                 15 ოქტომბერი, 2046                                                            2.500000

                 15 აპრილი, 2047                                                                   2.500000

                 15 ოქტომბერი, 2047                                                            2.500000

                 15 აპრილი, 2048                                                                   2.500000

                 15 ოქტმობერი, 2048                                                            2.500000

  1.  იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის ათვისებული ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ  გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი გადახდის თარიღისთვის დგინდება შემდეგნაირად:

(a)  იმ შემთხვევაში თუ სესხის თანხების ნაწილი ათვისებულია ძირითადი თანხის დაფარვის პირველი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული და შესაბამისი თარიღისთვის ჩამოურიცხავი თანხა ამ განრიგის პირველი პუნქტის შესაბამისად; და

(b)  ნებისმიერი თანხა, რომლის ათვისებაც მოხდა ძირითადი თანხის პირველი  გადახდის თარიღის შემდეგ, უნდა იქნეს გადახდილი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული ათვისების შემდეგ, იმ ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი ათვისებული თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სესხზე თავდაპირველი შენატანი, რომელიც განსაზღვრულია პირველ პუნქტში მოცემულ ცხრილში, ძირითადი თანხის შესაბამისი გადახდის თარიღისთვის (სესხზე თავდაპირველი შენატანი), ხოლო მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი შენატანების ჯამი, და ამგვარად დაანგარიშებული თანხა შეიძლება ჩასწორდეს, რათა მოხდეს ამ განრიგის მე-4 პუნქტში შესული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.

  1. ათვისება, რომელიც განხორციელდა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში,  ძირითადი თანხის ნებისმიერი გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის დაფარვისათვის გადასახადი თანხის გამოთვლის მიზნით იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი, გამოთხოვის თარიღიდან ძირითადი თანხის დაფარვის შემდგომი თარიღისათვის და იქნება გადასახდელი ძირითადი თანხის  ყოველი გადახდის თარიღში, დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი ძირითადი თანხის  შემდგომი გადახდის თარიღიდან. 

4.  მიუხედავად ამ განრიგის პირველ და მე-2 პუნქტებში შესული დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებისას, დამტკიცებულ ვალუტაში კონვერტირებული თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი  ძირითადი თანხის დაფარვის მიზნით რომელიმე გადახდის თარიღში, რომელიც დადგება კონვერტირების პერიოდის განმავლობაში, განისაზღვრება ADB-ის მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან:  (a) გაცვლით კურსზე, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან ან (b) იმ შემთხვევაში, თუ ADB ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებულ გაცვლით კურსზე. 

5. თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, ამ დანართში მოცემული დებულებები ცალ-ცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის განრიგი ყოველი ასეთი თანხისთვის.

განრიგი 3

სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება

ზოგადი დებულება

  1. წინამდებარე დანართზე თანდართულ ცხრილში განსაზღვრულია იმ ხარჯების კატეგორიები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხებიდან, აგრეთვე თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხების ოდენობა („ცხრილი”). („კატეგორია” ამ დანართში აღნიშნავს ცხრილში მოცემულ „კატეგორიას”).

სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი

  1. თუ ADB-თან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის სახსრები გამოყოფილი უნდა იქნეს და განაწილდეს ხარჯების მუხლებზე. ამასთან, თითოეული მუხლის შესაბამისი თანხის პროცენტული ოდენობა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილით.

თანხის ხელახალი გადანაწილება

  1. მიუხედავად ცხრილში მოცემული სესხის თანხების გამოყოფისა და თანხების პროცენტული განაწილებისა ცხრილის შესაბამისად,

(a) თუ ნებისმიერი კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული დანახარჯის დასაფინანსებლად, მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ADB-ს შეუძლია (i) ამ კატეგორიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად ხელახლა გადაანაწილოს ასეთ კატეგორიაზე თანხა, კერძოდ, სესხის ის თანხები, რომლებიც სხვა კატეგორიისათვის იყო გათვალისწინებული და ამავდროულად, ADB-ის მოსაზრებით, არ არის საჭირო სხვა დანახარჯების დასაფინანსებლად; (ii) თუ ასეთი გადანაწილებით ვერ მოხერხდება სავარაუდო დეფიციტის სრულად შევსება, ADB-ის შეუძლია შეამციროს ამ ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რათა ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის შემდგომში გატანა გაგრძელდეს, სანამ დეფიციტი არ შეივსება; და

(b) თუ რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა აღემატება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული ხარჯების ოდენობას, ADB-ს შეუძლია მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ასეთი ზედმეტი თანხა სხვა კატეგორიებზე გადაანაწილოს.

ჩამორიცხვის პროცედურები

  1. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სასესხო ანგარიშიდან სესხის თანხების ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოში მოცემული დებულებების  შესაბამისად.

რეტროაქტიური დაფინანსება

  1. სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანა შეიძლება მოხდეს პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯების დასაფარად ძალაში შესვლის თარიღამდე, მაგრამ არა წინამდებარე შეთანხმების თარიღამდე 12 თვეზე უფრო ადრე, საკონსულტაციო მომსახურებებთან და პროექტის მართვასთან დაკავშირებით და მხოლოდ სასესხო თანხის მაქსიმუმ 20% ეკვივალენტის ოდენობით.

მე-3 განრიგის დანართი

ცხრილი

 

სასესხო თანხების გამოყოფა და გამოთხოვა

ნომერი

დასახელება

ADB-ის მიერ დაფინანსებისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა

კატეგორია

სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის საფუძველი

1

სამუშაოები 

23,581,782

მთლიანი ხარჯის 65%

2

საკონსულტაციო მომსახურება; პროექტის აუდიტი

4,972,572

მთლიანი ხარჯის 100%*

3

დემონსტრაცია** და ტრენინგი

1,102,038

მთლიანი ხარჯის 20%

4

პროექტის მართვა

1,098,608

მთლიანი ხარჯის 50 %

 

სულ

30,755,000

 

* მსესხებლის ტერიტორიტორიაზე, მის იურისდიქციაში არსებული გადასახადების და ვალდებულებების გამოკლებით.

** მოიცავს სადემონსტრაცია აქტივობებისთვის საჭირო აღჭურვილობას და მატერიალების ხარჯებს.

განრიგი 4

პროექტის განხორციელება

განხორციელების ღონისძიებები

  1. მსესხებელმა პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება PAM-ში განსაზღვრული დეტალური ღონისძიებების შესაბამისად. PAM-ში რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ მსესხებლისა პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და სასესხო შეთანხმებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სასესხო შეთანხმებაში შესულ დებულებებს.

შესყიდვა

  1. მსესხებელმა პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს, რომ:

(a) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა შესყიდვის პოლიტიკისა და შესყიდვის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდეს;

(b) საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვა უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ მომზადებულ შესყიდვის გეგმას, მათ შორის შესყიდვისა და შერჩევის მეთოდებს, სატენდერო დოკუმენტების სახეობას და ADB-ის მიერ განხილვის მოთხოვნების გათვალისწინებას. მსესხებელს, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, შეუძლია მხოლოდ ADB-თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ცვლილებები შეიტანოს შესყიდვის გეგმაში და აღნიშნული ცვლილებები უნდა აისახოს განახლებულ შესყიდვის გეგმაში; და

(c) (i) ყველა შესყიდული საქონელი და სამუშაო, ასევე მიღებული მომსახურებები (მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამები და სისტემები, შესყიდული ინდივიდუალურად, ან სხვა პროდუქციასთან და მომსახურებებთან ერთობლიობაში) არ უნდა არღვევდეს ან საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ნებისმიერ სამრეწველო საკუთრებას ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ან მესამე მხარის სხვა უფლებებს; და (ii) საქონლის, სამუშაოებების და მომსახურებების ყველა კონტრაქტი უნდა მოიცავდეს შესაბამის წარმომადგენლობას, გარანტიებს და, შესაბამისობის შემთხვევაში, კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტის ან მომსახურების მომწოდებლის ზიანის ანაზღაურების გარანტიებს, რომლებიც შეეხება წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ არ გაფორმდება ხელშეკრულებები სამუშაოების ან არასაკონსულტაციო მომსახურებებისთვის, რომლებიც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედებას საპროექტო ტერიტორიაზე, ვიდრე:

(a) მსესხებლის შესაბამისი გარემოსდაცვითი უწყება საბოლოოდ არ დაამტკიცებს IEE-ს აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე და მსესხებელი არ მოიპოვებს ADB-ს დასტურს აღნიშნულ IEE-ზე საბოლოო პროექტის საფუძველზე; და

(b) EMP-ის შესაბამისი დებულებები აღნიშნული საპროექტო ტერიტორიისთვის გათვალისწინებული არ იქნება სამუშაოების ან არასაკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებაში.

  1. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უზრუნველყოფს, რომ  არ გაფორმდება სამუშაოების ან არასაკონსულტაციო მომსახურების ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს იძულებითი განსახლების ზემოქმედებას საპროექტო ტერიტორიაზე, ვიდრე საპროექტო ტერიტორიის დეტალურ გეგმაზე დაყრდნობით მსესხებელი არ მოამზადებს და ADB-ს არ წარუდგენს, ხოლო ADB-ს მხრიდან მოპოვებული არ იქნება დასტური საბოლოო LARP-თან დაკავშირებით პროექტის აღნიშნულ ტერიტორიაზე.

გარანტიები

გარემო

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის, თითოეული საპროექტო ტერიტორიისა და პროექტის ყველა ობიექტის მომზადება, დაპროექტება, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან ამოღება შეესაბამებოდეს: (a) მსესხებლის გარემოსთან, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა კანონსა და მარეგულირებელ ნორმას; (b) გარემოსდაცვით გარანტიებს;  (c) EARF-ს და (d) ყველა იმ ზომასა და მოთხოვნას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამის IEE-ში, EMP-ში და ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორგინის ანგარიშში.

მიწის შესყიდვა და იძულებითი განსახლება

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის და ყველა საპროექტო ტერიტორიებისა და საპროექტო ობიექტისთვის საჭირო მიწისა და ყველა უფლება ხელმისაწვდომი იყოს სამუშაოების კონტრაქტორებისთვის იმ გრაფიკის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სამუშაოების ხელშეკრულებით და მიწის შესყიდვისა და განახლების ყველა აქტივობა შეესაბამებოდეს (a) მსესხებლის მიწის შესყიდვის და იძულებითი განსახლების ყველა შესაბამის კანონსა და მარეგულირებელ ნორმას; (b) იძულებითი განსახლების საგარანტიო მექანიზმებს; (c) LARF-სა და (d) შესაბამისი LARP-ით გათვალისწინებულ ყველა ზომასა და მოთხოვნას, ასევე ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ზომას, რომელიც ასახულია უსაფრთხოების მონიტორგინის ანგარიშში.
  1. იძულებითი განსახლების უსაფრთოხების გარანტიების, LARF-ის ან LARP-ების გამოყენების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ საპროექტო ტერიტორიასთან მიმართებით არ მოხდეს არანაირი ფიზიკური ან ეკონომიკური განსახლება, ვიდრე:

(a) ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს არ მიეცემათ კომპენსაცია და არ დაუკმაყოფილდება სხვა უფლებები, როგორც ეს განსაზღვრულია LARP-ით შესაბამისი საპროექტო ტერიტორიისთვის; და

(b) აღნიშნული საპროექტო ტერიტორიისთვის არ მოხდება შემოსავლისა და საარსებო წყაროს აღდგენის პროგრამის დანერგვა LARP-ის შესაბამისად.

მკვიდრი (აბორიგენული) მოსახლეობა

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი ზემოქმედებას არ ახდენდეს მკვიდრ მოსახლეობაზე SPS-ის მნიშვნელობით. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი მოახდენს ასეთ ზემოქმედებას, მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისობაში მოყვანა მსესხებლისა და SPS-ის კანონებთან და რეგულაციებთან.

საგარანტიო მოთხოვნების განხორციელების ადამიანური და ფინანსური რესურსები

  1. მსესხებელმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ან უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელი სააგენტო ხელმისაწვდომს გახდის ყველა საჭირო საბიუჯეტო და ადამიანური რესურსი EMP-ებისა და LARP-ების სრულად განსახორციელებლად.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დებულებები სატენდერო დოკუმენტებში და სამუშაოების ხელშეკრულებებში

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს სამუშაოებთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტებსა და ხელშეკრულებების კონტრაქტებში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც ვალდებულებას აკისრებს კონტრაქტორს, რომ:

(a) დაემორჩილოს შესაბამისი IEE-ით, EMP-ითა და LARP-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (თუ სამშენებლო სამუშაოები გავლენას ახდენს ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე) და ნებისმიერ მაკორექტირებელ ან პრევენციულ ზომას, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში;

(b) გამოყოს ბიუჯეტი ყველა მსგავსი გარემოსდაცვითი და სოციალური ზომებისთვის;

(c) მსესხებელს წერილობით აცნობოს ნებისმიერ მოულოდნელ გარემოსთან, განსახლებასა ან ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებული რისკები ან ზემოქმედება, რომელიც წარმოიშვება პროექტის მშენებლობის, განხორციელების ან ექსპლუატაციის დროს და რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა შესაბამისი IEE, EMP და  LARP დოკუმენტებით;

(d) სათანადოდ აღრიცხოს გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და სხვა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა მასალების ტრანსპორტირების და მშენებლობის პროცესის დაწყებამდე; და

(e) პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაუბრუნოს  გზებს, სხვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს სულ მცირე ის მდგომარეობა, რომლებშიც ისინი იმყოფებოდა პროექტის დაწყებამდე.

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს შემდეგი ქმედებების განხორციელება:

(a) საგარანტიო მექანიზმების მონიტორინგის ნახევარწლიური ანგარიშების წარდგენა ADB-თვის და ანგარიშის წარდგენისთანავე აღნიშნულ ანგარიშებში მოცემული შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნება ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი პირებისთვის;

(b) თუ პროექტის მშენებლობის, განხორციელების ან ექსპლუატაციის დროს წარმოიქმნება მოულოდნელი გარემოსდაცვითი ან/და სოციალური რისკი ან ზემოქმედება, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა IEE-ით, EMP-ითა და LARP-ით, ამგვარი რისკების ან ზემოქმედების შესახებ დროულად უნდა ეცნობს ADB-ს და მიეწოდოს მოვლენის დეტალური აღწერა მაკორექტირებელ მოქმედებათა შემოთავაზებულ გეგმასთან ერთად; და

(c) მოხსენება EMPs-ში ან LARP-ში მითითებულ ზომებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის ნებისმიერი ფაქტობრივი ან პოტენციური დარღვევის შესახებ, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.

აკრძალული ინვესტიციების ნუსხა

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს სესხის სახსრების გამოყენება იმ ქმედებების დასაფინანსებლად, რომლებიც გაწერილია SPS-ის მე-5 დანართით გათვალისწინებულ აკრძალული ინვესტიციების ნუსხაში.

შრომის სტანდარტები, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

  1. მსესხებელი, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უზრუნველყოფს, რომ პროექტის განხორციელებისას შესრულდეს შრომის ძირითადი სტანდარტები და მსესხებლის შესაბამისი კანონები და რეგულაციები და განხორციელდეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების პროგრამა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის აივ/შიდსისა და კოვიდ-19-ის თავიდან აცილების ზომების შესახებ. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, სტენდერო დოკუმენტებში და ADB-ის მიერ დაფინანსებულ საპროექტო ხელშეკრულებებში სხვა პირობებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: (a) კონტრაქტორი უნდა დაემორჩილოს მსესხებლის შრომის კანონმდებლობას და რეგულაციებს და გაითვალისწინოს შრომის უსაფრთოხების ნორმები; (b) კონტრაქტორმა არ უნდა გამოიყენოს ბავშვთა შრომა; (c) კონტრაქტორმა არ უნდა მოახდინოს დასაქმებულების დისკრიმინაცია მათი დასაქმების და საქმიანობის საფუძველზე; (d) არ უნდა იქნეს გამოყენებული იძულებითი შრომა; (e) დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლება; და (f) უნდა მოხდეს შესაბამისი მომსახურების პროვაიდერების ჩართვა, რათა გავრცელდეს სქესობრივად გადამდებ დაავადებებთან, მათ შორის, აივ ინფექციასთან/შიდსთან და კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მიეწოდოს კონტრაქტორის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული იქნებიან პროექტის განხორციელებაში.
  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, მკაცრად უნდა გააკონტროლოს მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და რეგულარულად მიაწოდოს ანგარიში ADB-ს.

გენდერი და განვითარება

  1. მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს, რომ (a) GAP-ის დანერგვა მოხდეს მასში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; (b) სატენდერო დოკუმენტებში და ხელშეკრულებში გათვალისწინებული იქნეს GAP-ში კონტრაქტორებისთვის განსაზღვრული დებულებები; (c) GAP-ის დანერგვისთვის გამოყოფილი იქნეს შესაბამისი სახსრები; და (d) რეგულარულად მოხდეს GAP-ის დანერგვის მიმდინარეობის, მათ შორის გენდერთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის მონიტორინგი და ADB-თვის ანგარიშის მიწოდება.

პარტნიორთა მხარდაჭერა

  1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე იმ ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დროული ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად; ამასთან ერთად, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის აღმასრულებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომი იყოს აუცილებელი სახსრები, რათა ჯეროვნად მოხდეს მათ მიერ სამუშაოებთან, საქონელთან ან/და მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ოპერაციული ვალდებულებები

  1. პროექტის ობიექტების მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, პროექტის აღმასრულებელი სააგენტო უზრუნველყოფს დასრულებული პროექტების ობიექტების სამართლებრივ გადაცემას საქართველოს მელიორაციისთვის, რომელიც მოიცავს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას, განახორციელოს პროექტის ობიექტების მდგრადი ფუნქციონირება და შენარჩუნება პროექტის შესაბამისად.
  2. საპროექტო ობიექტების ეფექტიანი და ეფექტური ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის უზრუნველსაყოფად მსესხებელი გამოუყოფს „საქართველოს მელიორაციას“ ადეკვატურ ფინანსურ რესურსებს, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი დეფიციტის დაფარვა, რომელიც ვერ დაიფარება სატარიფო სახსრებიდან.

მართვა და კორუფციასთან ბრძოლა

  1. მსესხებელი და პროექტის აღმასრულებელი სააგენტო (a) დაემორჩილებიან ADB-ის ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998 წლის ვერსია, დღემდე არსებული განახლებების ჩათვლით) და აცნობიერებენ, რომ ADB იტოვებს უფლებას პირდაპირ ან მისი წარმომადგენლების საშუალებით გამოიძიოს ნებისმიერი შესაძლო კორუფციული, თაღლითური, ფარული ან იძულებითი პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტთან; და (b) ითანამშრომლებენ ნებისმიერ მსგავს გამოძიებასთან და ხელს შეუწყობენ გამოძიების დამაკმაყოფილებლად დასრულებას.
  1. მსესხებელი და პროექტის აღმასრულებელი სააგენტო უზრუნველყოფენ ADB-თვის მისაღები ანტიკორუფციული დებულებების ასახვას ყველა დოკუმენტსა და ხელშეკრულებაში, მათ შორის ADB-ის მიერ განმახორციელებელი სააგენტოებისა და მათი ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლის, კონსულტანტისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიმწოდებლების აუდიტის, ასევე დოკუმენტაციისა და ანგარიშების შემოწმების შესაძლებლობას.