დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ" და "საბროკერო კომპანიების ანგარიშგებისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ" წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 21/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 30/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.12.005.007.499 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.12.005.007.499
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №59
2005 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” და ,,საბროკერო კომპანიების ანგარიშგებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებამდე ეტაპობრივად განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით კომისია, ადგენს:
1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ზოგიერთ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ,,საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ” წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) არალიკვიდური აქტივები შემდეგი ოდენობით: 2005 წლის 1 ივნისიდან – 30%, 2006 წლის 1 იანვრიდან – 35%, 2007 წლის 1 იანვრიდან – 40%, 2008 წლის 1 იანვრიდან – 65%, 2009 წლის 1 იანვრიდან – 80%, 2010 წლის 1 იანვრიდან – 100%.”
ბ) ,,საბროკერო კომპანიების ანგარიშგებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესის მე-16 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომპანიამ, რომლის არალიკვიდური აქტივების საერთო ღირებულება აღემატება მისი საწყისი საკუ-თარი კაპიტალის 50%-ს, კომისიაში უნდა წარადგი-ნოს კონფიდენციალური შეტყობინება ამ ფაქტის შესახებ მისი აღმოჩენიდან 24 საათში.”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების დღიდან.
თავმჯდომარე მ. ჯიბუტი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები