„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018435
17/ნ
15/01/2024
ვებგვერდი, 16/01/2024
040030000.22.022.018435
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №17/ნ 

2024 წლის 15 იანვარი

ქ.თბილი სი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში (სსმ, №168, 28.11.2007) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. უნივერსიტეტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს, მათ შორის  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივ აქტებს და ამ წესდებას.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები

უნივერსიტეტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს:

ა) მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მომზადება;

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპის დანერგვა და განხორციელება;

დ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება;

ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრული ინტეგრაცია;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომზადების/ გადამზადების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების/კურსების განხორციელება;

თ) საქართველოს რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

ი) აკადემიური თავისუფლებისა და კეთილსინდისიერების დაცვა;

 კ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვა, მათ შორის, აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით;

ლ) გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა;

მ) სტუდენტის და  პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ნ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა, სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნაზე ზრუნვა, ასევე სხვა ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების განხორციელებას;

ო) უმაღლესი განათლების სფეროში სოციალური განზომილების, დემოკრატიის გაძლიერების, ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ასევე დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის.“;

3. მე-4 მუხლის ,,ე-ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;

ვ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი/გადამზადების კურსების/ტრენინგების, მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების  პროგრამების განხორციელება;

ზ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“;

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები

1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების), ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების), დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურით გათვალისწინებული დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან (მართვის ორგანოების სამდივნოები/აპარატები, საქმისწარმოების, სასწავლო პროცესის, სამეცნიერო კვლევების, მატერიალური რესურსების, საფინანსო, იურიდიული, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა მიმართულებით უნივერსიტეტის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა სტრუქტურული ერთეულები).

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

3. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობით საბჭო.

4. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, ბიბლიოთეკის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურაში აღნიშნული დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.“;

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების შესახებ და წარუდგენს დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს.“;

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

,,ზ1) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) შექმნის, რეორგანიზაციის ან გაუქმების თაობაზე;“;

7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

 გ) გამოსცემს ბრძანებებს რექტორის მოადგილეების, დეკანის მოადგილეების, აკადემიური პერსონალის, აკადემიური საბჭოს სამდივნოს, რექტორის აპარატის, სამეცნიერო პერსონალის,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განმახორციელებელი პერსონალის (მოწვეული მასწავლებლები, პროფესორები, მკვლევარები, სპეციალისტები) და სხვა პერსონალის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, დებს და წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, უნივერსიტეტის პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის და პერსონალის სამსახურში მიღების შესახებ საუნივერსიტეტო რეგულაციების შესაბამისად;“;

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ-ი“ ქვეპუნქტები:

,,ვ) ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს, უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესაბამისად;

ზ) ითანხმებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამსახურში მიღების და განთავისუფლების გადაწყვეტილებას, ამ სტრუქტურული ერთეულის დებულების შესაბამისად;

თ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ადგენს და ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას;

ი) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესდების და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესაბამისად, თუ ისინი არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.“;

8. მე-15 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) სტატუსი და უფლებამოსილება“

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) არის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი უნივერსიტეტის ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში და წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.“;

გ) მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) რექტორთან შეთანხმებით ადგენს და ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას, უნივერსიტეტის სტრუქტურის და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.“;

9. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25. უნივერსიტეტში არჩევნების გამოცხადებისა და ჩატარების რეგულირება

1. უნივერსიტეტის და ფაკულტეტის მართვის ორგანოების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადება და ჩატარება რეგულირდება ამ წესდებითა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ,,უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით“.

2. ,,უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით“ განისაზღვრება საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ბიულეტენის დამზადების, საარჩევნო ყუთის, არჩევნების ორგანიზების/პროცედურების, არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამების, ბიულეტენების ბათილობის და შემაჯამებელი ოქმების ფორმირების, დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებისა და უფლება-მოვალეობების, დარღვევის ოქმის შედგენის, არჩევნების შედეგების გამოცხადებისა და გასაჩივრების რეგულაცია.

3. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ცხადდება  უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.

4. უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის არჩევნები ცხადდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

5. არჩევნების გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტები ქვეყნდება საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის, ფაკულტეტების და ინსტიტუტების თვალსაჩინო ადგილებზე განთავსებულ საინფორმაციო დაფებზე.";

10. 26-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 26. საარჩევნო კომისიები“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები განისაზღვრება ,,უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით.“;

11. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს წარმომადგენლობით საბჭოში ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, გარდა ასისტენტისა. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებს წარმომადგენლობით საბჭოში ირჩევს ამ ერთეულის სამეცნიერო პერსონალის ყველა წარმომადგენელი.“;

12. 33-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ირჩევს სპიკერს, ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელსაც სპიკერის კანდიდატურა წარედგინება წარმომადგენლობითი საბჭოს არჩეული წევრების არანაკლებ 10 პროცენტის მიერ, წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 დღეში.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ორი ან მეტი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში თუკი ვერცერთმა მიიღო წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ კანდიდატს შორის ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, ასეთ შემთხვევაში სპიკერად არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუკი კენჭისყრაში მონაწილეობს ერთი კანდიდატი.  თუ ასეთ შემთხვევებში ვერ იქნება არჩეული სპიკერი,  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში უნდა გაიმართოს ხელახალი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩეული წევრების არანაკლებ 10 პროცენტის მიერ ბოლო კენჭისყრის გამართვიდან მომდევნო 3 სამუშაო დღეში წარმოდგენილი სხვა კანდიდატი (ები).“;

13. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,2. აკადემიური საბჭო პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, ცნობს თავის უფლებამოსილებას.“;

14. 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,3. რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს განცხადება, საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის საინფორმაციო დაფაზე.

4. რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების ვადების, რექტორის თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვისა და არჩევნების თარიღების, მათ შორის არჩევნების დღეს კენჭისყრის დაწყებისა და დასრულების დროის შესახებ.“; 

15. მე-40 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილებაში აისახება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების ვადები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვისა და არჩევნების თარიღები, მათ შორის არჩევნების დღეს კენჭისყრის დაწყებისა და დასრულების დრო.“; 

16. 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს წარდგინებით.   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უნივერსიტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა.

2.  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შესარჩევად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს და აქვეყნებს უნივერსიტეტის ვებგვერდზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილებაში აისახება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვისა და კანდიდატურის შერჩევის თარიღები, მათ შორის კენჭისყრის დაწყებისა და დასრულების დრო“; 

17. 43-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

,,მუხლი 431. ფაკულტეტის დეკანის არჩევა

1. ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

2. ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების ვადების, ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმების, წარმოსადგენი დოკუმენტაციის, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვისა და დეკანის არჩევნების თარიღების, მათ შორის კენჭისყრის დაწყებისა და დასრულების დროის შესახებ.

3. ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს. ორი ან მეტი კანდიდატის შემთხვევაში თუკი ვერცერთმა მიიღო ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, არჩევნებიდან არაუადრეს მე-3 და არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა, უნდა გაიმართოს დეკანის არჩევნების მე-2 ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

4. დეკანის არჩევნების მე-2 ტურის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი,  რომელიც მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა უფრო მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 

5. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო უფრო მეტი ხმა. თუ მეორე ტურშიც არ გამოვლინდა გამარჯვებული კანდიდატი, ცხადდება ფაკულტეტის დეკანის ხელახალი არჩევნები, წინამდებარე წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

18. 44-ე მუხლი ამოღებული იქნეს;

19. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 45. ამომრჩეველთა სიები

1. უნივერსიტეტის/ფაკულტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების მიზნით საარჩევნო (ამომრჩეველთა) სიებს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის შესახებ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ მონაცემებზე დაყრდნობით.

2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების მიზნით საარჩევნო (ამომრჩეველთა) სიებს ადგენს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის შესახებ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

3.საარჩევნო სიები ამომრჩეველი აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტებისათვის დგება ცალ-ცალკე. სტუდენტთა საარჩევნო სიებში შეიტანება ფაკულტეტის ყველა აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირთა მონაცემები.

4. უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით განისაზღვრება ამომრჩეველთა სიებში შესატანი ინფორმაცია, წინამდებარე წესდების მოთხოვნათა დაცვით.“;

20. 46-ე და 47-ე მუხლები ამოღებული იქნეს;

21. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 48. არჩევნების ორგანიზება

1. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს უნივერსიტეტი.

2. უნივერსიტეტის/ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების არჩევნების დღეს კენჭისყრის (ხმის მიცემა) დაწყებისა და დასრულების პერიოდი და არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებით.“;

22. 49-ე-53-ე მუხლები ამოღებული იქნეს;

23. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მუხლი 61. აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლება

აკადემიური თანამდებობის პირის თანამდებობიდან განთავისუფლების/ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) ემერიტუსის წოდების მინიჭება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით ან/და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა.“;

24. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

,,ბ) შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში ან სემესტრის დასრულებისთანავე, ფაკულტეტის საბჭოს ინიცირებით და პროფესორის თანხმობით, პროფესორის თანამდებობიდან განთავისუფლების პირობით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი