„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის N45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018428
10/ნ
12/01/2024
ვებგვერდი, 15/01/2024
040030000.22.022.018428
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის N45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №10/ნ

2024 წლის 12 იანვარი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის №45/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის №45/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/03/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016083) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ  ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე  ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს  1275 ლარის ოდენობით;

ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე  ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1275 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი