დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს №785 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270030000.22.022.018424 |
|
,,საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს №785 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს №785 ბრძანებით (სსმ, №126, 06/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 270.030.000.22.022.010.811) დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა შრომითი ურთიერთობა სკოლასა და სკოლის დირექტორს შორის წარმოიშობა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო), სკოლის დირექტორად რეგისტრაციის მომენტიდან.“; 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა შრომითი ხელშეკრულება შედგენილი უნდა იქნეს არანაკლებ სამ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი – იგზავნება და ინახება სამინისტროში. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული სკოლის დირექტორთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შედგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ინახება ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროში, ხოლო ერთი ეგზემპლარი ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ იგზავნება სამინისტროში.“; 3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს მიერ, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები