ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ

ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/29/1714
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016896
2/29/1714
15/12/2023
ვებგვერდი, 10/01/2024
000000000.00.000.016896
ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №2/29/1714

2023 წლის 15 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძესხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილიწევრი ;

ხვიჩა კიკილაშვილიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი .

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე .

საქმის დასახელება : ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ .

დავის საგანი : „საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის მე -7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .

საქმის განხილვის მონაწილენი : მოსარჩელე მხარისეკატერინე კიკნაძის წარმომადგენელიგიორგი გოცირიძე ; მოპასუხე მხარის , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარმომადგენლებისაქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გუგა მირიანაშვილი , იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ გეგეშიძე და ამავე დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირიქეთევან დუგლაძე .

  I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1714) მომართა ეკატერინე კიკნაძემ . №1714 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 6 ივლისს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენით , გაიმართა 2023 წლის 4 ივლისს .

2. №1714 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტი და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 31- და 311 მუხლები , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის მე -7 პუნქტის თანახმად , „მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის /მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში , კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებული პირის , მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით . დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს “.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად “.

5. №1714 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს აღჭურავს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილებით , მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნით დაინტერესებულ პირთა და გაერთიანების თანამშრომელთა დაშვებასთან დაკავშირებით . მოსარჩელე არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი , საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი , რომელმაც 2022 წლის 6 ივნისს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისთვის მიწერილი განცხადებით , კვლევითი საქმიანობის განხორციელების მიზნით , მოითხოვა ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდში დაცულ კოლექციებზე დაშვება . ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა კვლევაზე უარყოფითი დასკვნა გასცა , ხოლო დამოუკიდებელი კვლევის განხორციელებაზე მოსარჩელისთვის უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მუზეუმში ევაკუაციის რეჟიმი და სარემონტო სამუშაოების განხორციელება .

6. მოსარჩელის პოზიციით , ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და სადავო ნორმის საფუძველზე , იზღუდება საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა . სადავო ნორმა მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული ქმედების განხორციელებაზე . კერძოდ , მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში დაშვების ან დაშვებაზე უარის შესახებ . მუზეუმის დებულება ადგენს , რომ ეროვნული მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორატი , რომელსაც ხელმძღვანელობს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი , დირექტორატი შედგება გენერალური დირექტორისა და ოთხი დირექტორისგან . დებულება ასევე განსაზღვრავს , რომ დირექტორატის სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი . ნებისმიერი გადაწყვეტილება დირექტორატის მიერ მიიღება კოლეგიურად , დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით , ღია კენჭისყრით . დირექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით , რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე წევრები . საბჭოს გადაწყვეტილება მუზეუმისთვის სავალდებულოა .

7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელის წარმომადგენელმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან და საქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან , საჯარო ინფორმაციის სახით , გამოითხოვა დირექტორატის დებულების მოქმედი რედაქცია , თუმცა კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად , აღნიშნულ დაწესებულებებს მისთვის არ გადაუციათ საჯარო ინფორმაცია . არც გასაჩივრებული ბრძანება და არც 2021 წლის 12 მარტისთვის მოქმედი დირექტორატის დებულება , გარდა ზემოთ მოცემული წესებისა , არ ითვალისწინებს რაიმე კრიტერიუმს , რის მიხედვითაც , უნდა მოხდეს დირექტორატის მიერ სამუზეუმო ფონდში დაინტერესებული პირის ან თანამშრომლის კვლევის მიზნებისთვის დაშვება . შესაბამისად , კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე განსაზღვრულ წესს , რის მიხედვითაც უნდა მოხდეს , ერთ შემთხვევაში , დადებითი , ხოლო , მეორე შემთხვევაში , უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება .

8. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , დაინტერესებულ პირს /თანამშრომელს , რომელსაც კვლევითი საქმიანობის მიზნით , სურს სამუზეუმო ფონდში დაშვება , შესაძლებლობა არ აქვს , წინასწარ განსაზღვროს დირექტორატის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი და წინაპირობები . ამასთანავე , არ არსებობს კრიტერიუმი , რომელიც , დირექტორატის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში , სასამართლოს მისცემდა უშუალოდ გასაჩივრებული ნორმით დადგენილ დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო , ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისთვის . ამის გათვალისწინებით , დირექტორატის მიერ უარყოფით გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებაც მოსარჩელისთვის არ უნდა იქნეს განხილული , როგორც ფართო დისკრეციისგან დამცავი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი .

9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში , რომელიც შეეხებოდასაჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის მე -7 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . აღნიშნულიდან გამომდინარე , საკონსტიტუციო სასამართლო , კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას , მხედველობაში მიიღებს , რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის მე -7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .

10. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა , რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა მუზეუმში დაცულ ფონდზე , რადგან დირექტორატმა მოსარჩელის კვლევაზე გასცა უარყოფითი დასკვნა . მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა , რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს გააჩნია ინფორმაციული ღირებულება და როდესაც აღნიშნული ობიექტი არის სახელმწიფო საკუთრებაში , ადამიანებს აქვთ ამ ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების უფლება . აღნიშნული კი ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების ფარგლებში . მოსარჩელის პოზიციით , სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია , დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები და , იმ შემთხვევაში , თუ კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომას ემუქრება საფრთხე , საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის საფუძველზე , რათა არ დაზიანდეს კულტურული მემკვიდრეობა , რაც , იმავდროულად , სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემქმნელია .

11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნას , რომ კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის განკუთვნილ დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა ჰქონდეს წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები . შესაბამისად , სადავო ნორმა ადგენს აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . ასევე , მოსარჩელე მხარის პოზიციით , სადავო ნორმას არ აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებთან და მე -18 მუხლის მე -2 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად , რომ აღნიშნული დებულება ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე .

12. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად , დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე .

13. მოპასუხე მხარის , საქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარმომადგენლების განცხადებით , საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გარანტირებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფორმაციის გაცნობის , საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება არ მოიცავს შემთხვევებს , რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამუზეუმო ფონდში დაცულ ექსპონატებზე დაშვების და მისი კვლევის შესაძლებლობას . მოპასუხის პოზიციით , საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს ის ინფორმაცია , რომელიც მუზეუმს გააჩნია მასში დაცულ ექსპონატებთან , კოლექციებთან დაკავშირებით . კერძოდ , მოპასუხის მითითებით , მუზეუმებს გააჩნიათ რეესტრი , სადაც აღრიცხული აქვთ თავიანთი ექსპონატები და კოლექციები . სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე ნებისმიერი პირის წვდომა არის გარანტირებული და რეგულირდება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ კანონმდებლობითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით , ხოლო სამუზეუმო ფონდში დაცულ ექსპონატებს გააჩნია არა მხოლოდ ინფორმაციული , არამედ ასევე კულტურული , ისტორიული , კვლევითი ღირებულება , რომელიც შეიძლება პირის ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს განვითარებისთვის , აკადემიური თავისუფლებისთვის და . .. ამგვარად , სამუზეუმო ფონდში დაცული ექსპონატები შინაარსობრივად არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას , მაგრამ აღნიშნული ექსპონატები არის ინფორმაციის მატარებელი , რაც განაპირობებს მათი კვლევისა და შესწავლის ლეგიტიმურ ინტერესს , თუმცა აღნიშნულ ინტერესს , მოპასუხის აზრით , მიმართება არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული უფლებით დაცულ სფეროსთან .

14. მოპასუხე ასევე მიუთითებს , რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არ არის გამხდარი იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი – „მუზეუმების შესახებსაქართველოს კანონი , რომელიც უფლების შეზღუდვის მატერიალურ საფუძვლებს ითვალისწინებს . სადავო ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ მუზეუმის დირექტორატის მმართველობით უფლებამოსილებას , კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებული პირის დაშვებასთან დაკავშირებით , ხოლო თუ როგორ მიიღება აღნიშნული გადაწყვეტილება , განსაზღვრულიამუზეუმების შესახებსაქართველოს კანონის მე -16 მუხლის საფუძველზე . შესაბამისად , მოპასუხის პოზიციით , არსებობსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი , რადგან სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე , რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის .

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , მოპასუხე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმას მიმართება არ აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროსთან და , ასევე , არსებობსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი .

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის თანახმად , კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება , თუსადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე , რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის “.

2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდისსაჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის მე -7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .

3. სადავო ნორმის თანახმად , „მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის /მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში , კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის , დაინტერესებული პირის , მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის , დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით “. მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს დირექტორატის აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას , მიიღოს გადაწყვეტილება სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნით დაინტერესებულ პირთა და გაერთიანების თანამშრომელთა დაშვებასთან დაკავშირებით . სადავო ნორმა წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს . შესაბამისად , სასარჩელო მოთხოვნა არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დადგინდება , რომ აღნიშნული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე .

4. მუზეუმების შესახებსაქართველოს კანონის მე -16 მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად , „მუზეუმის მესაკუთრეს ან მფლობელს უფლება აქვს შეზღუდოს მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებთან დაშვება მათი დაცულობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის , რესტავრაციის ან საცავებში (დეპოზიტარიუმებში ) მოთავსების გამო “. ამდენად , მუზეუმის მესაკუთრის ან მფლობელის უფლება , შეზღუდოს მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებთან დაშვება მათი დაცულობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის , რესტავრაციის ან საცავებში (დეპოზიტარიუმებში ) მოთავსების გამო , გათვალისწინებულია კანონით . შესაბამისად , მუზეუმის მიერ სამუზეუმო ფონდში არსებული ექსპონატების დიდ ნაწილზე დაშვების (მათ შორის , კვლევის მიზნით ) შეზღუდვის უფლებამოსილება კანონით არის დადგენილი . მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს , მათ შორის , ისეთ სამუზეუმო ექსპონატებზე დაშვების შეზღუდვას , რომელიც ექცევამუზეუმების შესახებსაქართველოს კანონის მე -16 მუხლის მე -4 პუნქტის რეგულირების სფეროში და , ამდენად , მისი სასარჩელო მოთხოვნა , ასევე უკავშირდება კანონის ხსენებული ნორმით დადგენილი წესრიგის არაკონსტიტუციურად ცნობას .

5. ზემოთქმულიდან გამომდინარე , აშკარაა , რომ სადავო ნორმაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელიამუზეუმების შესახებსაქართველოს კანონის მე -16 მუხლის მე -4 პუნქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე .

6. შესაბამისად , №1714 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველადსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე .

 III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 27¹ მუხლის მე -2 პუნქტის , 29- მუხლის მე -2 პუნქტის , 31- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31¹ მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31² მუხლის მე -8 პუნქტის , 31³ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 31⁶ მუხლის მე -2 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და 43- მუხლის საფუძველზე ,

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1714 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ “).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში