დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გენერალური პროკურორის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 27/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 27/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.007.497 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.497
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №11
2005 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 22 ოქტომბრის №6 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №119, მუხ. 1032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;”.
2. მე-7 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 და პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების და სამმართველოს მიერ განხორციელებული წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებისა), აგრეთვე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ტერიტორიულ დანაყოფებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების (გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების), აგრეთვე რაიონული პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.”.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ წინასწარი გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარება და წინასწარ გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული (გარდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსი), კონტრდაზვერვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები