დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ვაჟა ღვალაძის ქუჩისათვის (ქუჩის ნაწილისათვის)სახელის გადარქმევისა და შენგელი ნოზაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-93. 93240083 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.167.016016 |
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ვაჟა ღვალაძის ქუჩისათვის (ქუჩის ნაწილისათვის) სახელის გადარქმევისა და შენგელი ნოზაძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1 გადაერქვას სახელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასუბანში ვაჟა ღვალაძის ქუჩას (ქუჩის ნაწილს) და მიენიჭოს შენგელი ნოზაძის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად. მუხლი 2 ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად. მუხლი 4 განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5 განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24. საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები