„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016517
1
08/01/2024
ვებგვერდი, 08/01/2024
010250050.35.128.016517
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2024 წლის 8 იანვარი

დაბა ხარაგაული       

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162).

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტს დაემატოს   ,,დ.მ“ და ,,დ.ნ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს   შემდეგი  რედაქციით:

,,დ.მ) უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს;

დ.ნ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს. როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება. უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე ამოწმებს ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებს,შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას და ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში. საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25 . მერიის, მერიის სამსახურის სამუშაო გეგმები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე