დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-18 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016851 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დაბულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 19 მარტის №2-249 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2019, 040030000.22.023.016578) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარეულ ცხოველთა მართვის სფეროში: ა) გარეულ ცხოველთა სახეობების აღრიცხვა, მათი ჰაბიტატებისა და პოპულაციების მონიტორინგი; ბ) გარეულ ცხოველთა სახეობებისა და მათი ჰაბიტატების აღდგენის ხელშეწყობა როგორც ბუნებრივ, ასევე სახეცვლილ (კულტურულ) გარემოში; გ) გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების ორგანიზება; დ) სალიცენზიო სამონადირეო მეურნეობების დაგეგმვა-პროექტირება; ე) შიდა წყალსატევებში სპორტულ-რეკრეაციული დანიშნულების თევზჭერის და სანადირო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ველური ფაუნის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) გარეულ ცხოველთა სახეობების და ჰაბიტატების აღრიცხვა, კვლევების ორგანიზება, მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; ბ) გარეულ ცხოველთა სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების აღდგენისთვის საჭირო ბიოტექნიკური ღონისძიებების ორგანიზება; გ) გარეულ ცხოველთა ადგილობრივი სახეობების მოსაშენებელი მასალის მოპოვების, შეძენის, მოშენებისა და რეინტროდუქციის ორგანიზება; დ) სანადირო და სპორტულ-რეკრეაციული თევზჭერის სავარგულებისა და ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება; ე) სალიცენზიო სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სალიცენზიო პირობების დადგენაში მონაწილეობა; ვ) შიდა წყალსატევებში სპორტულ-რეკრეაციული თევზჭერის პირობების დადგენაში მონაწილეობა; ზ) გარეულ ცხოველთა სახეობების ინდივიდების გარემოდან ამოღების კვოტების დადგენაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების ორგანიზებისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ფასიანი მომსახურების გაწევა; ი) სალიცენზიო სამონადირეო მეურნეობებისთვის რეკომენდაციების გაცემა, კონსულტირება სახეობების აღწარმოების, ამოღების და ბიოტექნიკურ ღონისძიებათა წარმოების მიმართულებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. გარეულ ცხოველთა მართვის სფეროში სააგენტო საკუთარ უფლებამოსილებას სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს, ხოლო სხვა ტერიტორიაზე – მესაკუთრის/მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე. 3. ფლორის მართვის სფეროში სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივ გარემოში გაშენების ან რეალიზაციის მიზნით ტყის სახეობების, მათ შორის, „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობების, ასევე ხე-მცენარეთა დეკორატიული და კულტურული სახეობების სარგავი მასალის გამოყვანა; ბ) ტყის გაშენების პროექტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად გამოყოფილი ტერიტორიების გაწმენდის, შეღობვის, დარგვისა და მოვლის სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა; გ) სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეთა ინვენტარიზაციის, სატაქსაციო და მოვლა-აღდგენის ღონისძიების (მოვლითი და სანიტარიული ჭრების, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, ტყის პათოლოგიური გამოკვლევის და სხვა) განხორციელება და მოჭრილი მერქნული რესურსის სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად; დ) საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის საჯარო მიზნებისათვის, ასევე სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისთვის სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის (მცენარეების) უსასყიდლოდ გაცემა და მასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელება; ე) სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვისა და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მათთვის ფასიანი მომსახურების გაწევა, მათ შორის, სანერგის და სხვა „მწვანე ინფრასტრუქტურის“ (ტყის, ფერდობის, ქარსაფარი ზოლის, ურბანული და დეკორატიული სკვერის და სხვ.) განაშენიანების დაგეგმვა, დაპროექტება, მოწყობა (გაშენება) და დენდროლოგიური დასკვნების გაცემა; ვ) სააგენტოს მიერ გამოყვანილი, მოშენებული და წარმოებული პროდუქციის საცალო და საბითუმო რეალიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ცხოველთა აღწარმოების, მოშენების, კვების და ზრდის საჭიროებისთვის სასოფლო-სამეურნეო მარცვლეული და ბოსტნეული პროდუქციის წარმოება; თ) სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით სახელმწიფო ტყის არამერქნული რესურსებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების შესწავლა, მოპოვება, მისგან მიღებული სათესი და სარგავი მასალების გამოყენება საკუთარი საჭიროებისთვის ან/და რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ველური ბუნების სახეობათა მონიტორინგის და აღწარმოების სამსახური.“. 4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;“. 5. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ველური ბუნების სახეობათა მონიტორინგის და აღწარმოების სამსახურის ფუნქციები: ა) გარეულ ცხოველთა მართვის სფეროში: ა.ა) გარეულ ცხოველთა სახეობათა და ჰაბიტატების აღრიცხვა, კვლევების ორგანიზება, მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; ა.ბ) გარეულ ცხოველთა სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების აღდგენისთვის საჭირო ბიოტექნიკური ღონისძიებების ორგანიზება; ა.გ) გარეულ ცხოველთა ადგილობრივი სახეობების მოსაშენებელი მასალის მოპოვების, შეძენის, მოშენებისა და რეინტროდუქციის ორგანიზება; ა.დ) სანადირო სავარგულების და სპორტულ-რეკრეაციული თევზჭერის ადგილების იდენტიფიცირება; ა.ე) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სალიცენზიო პირობების დადგენაში მონაწილეობა; ა.ვ) შიდა წყალსატევებში სპორტულ-რეკრეაციული თევზჭერის პირობების დადგენაში მონაწილეობა; ა.ზ) გარეულ ცხოველთა სახეობების ინდივიდების გარემოდან ამოღების კვოტების დადგენაში მონაწილეობა; ა.თ) გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების ორგანიზებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ა.ი) სამონადირეო მეურნეობებითვის რეკომენდაციების გაცემა, კონსულტირება სახეობების აღწარმოების, ამოღების და ბიოტექნიკურ ღონისძიებათა წარმოების მიმართულებით; ა.კ) ფაუნის საშენ-საინკუბაციო და სავოლიერე მეურნეობისთვის საკვების დამზადება; ა.ლ) უცხო ქვეყნიდან ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების ინდივიდების შემოყვანის მიზნით წინადადების მომზადება; ა.მ) სააგენტოს მიერ წარმოებული ადგილობრივი ფაუნის სახეობების ბუნებრივ გარემოში გაშვების მიზნით წინადადებების მომზადება; ა.ნ) სააგენტოს მიერ გამოყვანილი ველური ფაუნის სახეობებში დაავადების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება, საჭირო ქიმიკატების, მედიკამენტებისა და ვაქცინების შეძენა; ა.ო) ბუნებაში ინფექციური დაავადებების (ეპიზოტიები, ეპიდემიები) გავრცელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და მედიკამენტოზური ღონისძიებების ორგანიზება; ა.პ) უკანონო ტყვეობიდან გამოხსნილ სახეობათა ინდივიდების თავშესაფრის მოწყობა და განთავსების უზრუნველყოფა; ა.ჟ) ტაქსიდერმიის დარგის განვითარების ხელშეწყობა და ტაქსიდერმიული მომსახურება. ბ) ფლორის მართვის სფეროში: ბ.ა) აგროვადებში საგაზაფხულო და საშემოდგომო ნათესებისათვის მიწის ფართობის მომზადება; ბ.ბ) კონტეინერული მეთოდით ნერგების მოყვანისთვის საჭირო მასალების (ტორფი, სასუქი, აგროპერლიტი, ჰერბიციდი, ქიმიკატი, მდინარის ლამი და ა.შ.) შეძენა და სათესი სუბსტრატის წარმოება; ბ.გ) აგროვადებში სათესი მასალის დამზადება და შესყიდვა როგორც საკუთარი საჭიროებისათვის, ასევე მისი რეალიზაციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ.დ) დამზადებული ან შეძენილი სათესლე მასალის გადამუშავება, მისი დათესვა კონტეინერში და ღია გრუნტში, ასევე დაყვანა ხანგრძლივი შენახვისა და სარეალიზაციო კონდიციებამდე; ბ.ე) საქართველოს წითელი ნუსხისა და სხვა სახეობათა ხე-მცენარეების თესლის ბანკის წარმოება; ბ.ვ) სანერგე სკოლებისა და დასაკალმებელი პლანტაციების გაშენება; ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვისა და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სანერგის და სხვა „მწვანე ინფრასტრუქტურის“ (ტყის, ფერდობის, ქარსაფარი ზოლის, ურბანული და დეკორატიული სკვერის და სხვ.) განაშენიანების დაგეგმვა, დაპროექტება და მოწყობა (გაშენება); ბ.თ) გამხმარი, დაავადებული, გადაზრდილი და ა.შ. არალიკვიდური პროდუქციის ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ბ.ი) სააგენტოს მიერ გამოყვანილ მცენარეებში დაავადების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება, საჭირო ქიმიკატების, მედიკამენტებისა და ვაქცინების შეძენა; ბ.კ) სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეთა ინვენტარიზაციის და მოვლა-აღდგენის ღონისძიების განხორციელება, მოჭრილი მერქნული რესურსის დასაწყობება და სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა.“. 6. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასური;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები