დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 15 ნოემბრის №109 ბრძანებით დამტკიცებულ "გარემოსდაცვით ნებართვის გაცემის პროცედურით დადგენილი მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის Dშესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 17/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.007.484 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.484
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №140
2005 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 15 ნოემბრის №109 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურით დადგენილი მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 15 ნოემბრის №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 25.11.2002წ. №115, მუხ. 1007) მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) 100 ჰა-დან ქვემოთ ფართობის ტყეკაფზე ტყის ჭრის (მთავარი სარგებლობისა და გავლითი ჭრების) პროექტები, გარდა მოსახლეობის სოციალური საჭიროებისათვის გამოსაყენებელი ტყის ჭრისა, ასევე მოვლითი სახეობის (მათ შორის, სანიტარიული) ჭრებისა, რომლის ჩატარება გათვალისწინებულია ,,საქართველოს ტყის კოდექსის” 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეთანხმებული ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე.”
2. ებ ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები