“სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 16/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.482
  • Word
413
14/06/2005
სსმ, 73, 16/06/2005
200.250.000.22.033.007.482
“სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.482

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №413

2005 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

“სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის   №86 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 199-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებით დამტკიცებული “სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების შესახებ” ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“11. დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი ან საქონლის გამგზავნი გადაცემული საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერს ამ ოპერაციის განხორციელების დღით დათარიღებულ ერთიან ზედნადებს და შეიტანს მასში შემდეგ მონაცემებს: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი, “ტვირთის მიმღები”-ს სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის დასახელება ან მისი გვარი და სახელი, შემდეგი ჩანაწერით – “დისტრიბუტორი . . . . . . .”, გადამზიდველის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება – “დისტრიბუციის წესით საქონლის რეალიზაცია”, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, მთლიანი ღირებულება, მე-13 და მე-14 სვეტებში აისახება ჯამი, შეივსება აგრეთვე მე-10,    მე-11, მე-12 სვეტები, საქონლის გაშვებაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის (საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი – იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქონლის (ტვირთის) გაგზავნის ნებართვის გაცემაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი) ნებართვა, რაც დადასტურდება მისი ხელმოწერით, ხოლო ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს კეთდება საქონლის გაყიდვაზე ან ტვირთის გაგზავნაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). საქონელთან ერთად დისტრიბუტორს გადაეცემა ზედნადების პირველი და მესამე პირები. ამ ზედნადებთან ერთად, საქონლის გამყიდველი ან ტვირთის გამგზავნი დისტრიბუტორს გადასცემს სხვა ზედნადებებს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მყიდველი ეყოლება დისტრიბუტორის განკარგულებაში გაცემულ საქონელს. დისტრიბუტორზე გაცემულ ზედნადებებში საქონლის გამყიდველის მიერ შეივსება შემდეგი მონაცემები: საქონლის გამყიდველი, საქონლის გამგზავნი. ზედნადების ქვედა მარცხენა მხარეს საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის ხელმოწერასთან ერთად დაესმება შტამპი ან ბეჭედი (მათი არსებობის შემთხვევაში). ასეთი წესით შევსებული ზედნადებების ყველა პირი, საქონელთან ერთად, გადაეცემა დისტრიბუტორს. დისტრიბუციის წესით საქონლის მყიდველზე ჩაბარებისას, დისტრიბუტორი ზედნადებებში დამატებით შეიტანს შემდეგ მონაცემებს: საქონლის მყიდველი, საქონლის მიმღები, ტრანსპორტირების სახე, სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი, მძღოლის მოწმობის სერია და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი, თანხა. საქონლის გაყიდვაზე ნებართვის ამსახველ სტრიქონზე ჩაიწერება დისტრიბუტორის მიერ სარეალიზაციოდ მიღებული საქონლის მთელ მოცულობაზე გამყიდველის ან საქონლის გამგზავნის მიერ გამოწერილი ზედნადების ნომერი. საქონლის ჩაბარებას ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს საქონლის მიმღები, ზედნადების ქვედა მარჯვენა კუთხეში შტამპის ან ბეჭდის დასმით (მათი არსებობის შემთხვევაში), უფლებამოსილი პირის თანამდებობის, სახელისა და გვარის ჩვენებით, ამ ოპერაციის განხორციელების დღის აღნიშვნით. იმავე დღით დათარიღდება დისტრიბუტორის მიერ შევსებული ეს ზედნადები. საქონლის მყიდველს გადაეცემა ამ ზედნადების პირველი პირი, ხოლო მეორე და მესამე პირები დარჩება დისტრიბუტორს. საქონლის სრულად რეალიზაციისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო დღისა, დისტრიბუტორი საქონლის გამყიდველს ან გამგზავნს წარუდგენს საქონლის მთელ მოცულობაზე გამოწერილი ზედნადებისა და საქონლის გამყიდველის ან გამგზავნის და დისტრიბუტორის მიერ იმ ერთობლივად შევსებული ზედნადებების მეორე პირებს, რომლის მიხედვითაც საქონელი ჩაბარდა მყიდველს, აგრეთვე დისტრიბუტორის მიერ გაუხარჯავი ზედნადებების ყველა ეგზემპლარს.”.

2. ბრძანების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი