დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1049 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 14/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.027.007.481 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.481
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2005 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დაწესდეს ლევან სამხარაულის სახელობის ყოველწლიური ფულადი ჯილდო (შემდგომში _ ჯილდო).
2. ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (მისი სისტემის ორგანოს) მოსამსახურეს სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
3. ჯილდოს თანხობრივი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით.
4. ჯილდოს გაცემის საკითხი ყოველი წლის ბოლოს განიხილება საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების მოსამსახურეებისათვის ჯილდოს გაცემის საკითხს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ამ დებულების ხელმძღვანელი.
5. ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები