“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 14/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 13/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.479
  • Word
134
14/06/2005
სსმ, 71, 14/06/2005
360.160.000.22.023.007.479
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.479

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №134

2005 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებს – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის №62 ბრძანების (სსმ III, 15.10.04 წ. №113. მუხ. 1006) პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებს – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ადიგენის სატყეო მეურნეობა;

ბ) ამბროლაურის სატყეო მეურნეობა;

გ) ახალგორის სატყეო მეურნეობა;

დ) ახალციხის სატყეო მეურნეობა

ე) ახმეტის სატყეო მეურნეობა;

ვ) ბაღდაის სატყეო მეურნეობა;

ზ) ბოლნისის სატყეო მეურნეობა;

თ) ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობა;

ი) გარდაბნის სატყეო მეურნეობა;

კ) გურჯაანის სატყეო მეურნეობა;

ლ) დუშეთის სატყეო მეურნეობა;

მ) ზემო სვანეთის სატყეო მეურნეობა;

ნ) თბილისის კომპლექსური სატყეპარკო მეურნეობა;

ო) თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობა;

პ) თელავის სატყეო მეურნეობა;

ჟ) თიანეთის სატყეო მეურნეობა;

რ) კასპის სატყეო მეურნეობა;

ს) კოლხეთის სატყეო მეურნეობა;

ტ) ლენტეხის სატყეო მეურნეობა;

უ) მარტვილის სატყეო მეურნეობა;

ფ) მცხეთის სატყეო მეურნეობა;

ქ) ოდიშის სატყეო მეურნეობა;

ღ) ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა;

ყ) ონის სატყეო მეურნეობა;

შ) საგარეჯოს სატყეო მეურნეობა;

ჩ) საჩხერის სატყეო მეურნეობა;

ც) ქიზიყის სატყეო მეურნეობა;

ძ) ქუთაისის სატყეო მეურნეობა;

წ) ყვარლის სატყეო მეურნეობა;

ჭ) ყორნისის სატყეო მეურნეობა;

ხ) ჩოხატაურის სატყეო მეურნეობა;

ჯ) ცაგერის სატყეო მეურნეობა;

ჰ) ცხინვალის სატყეო მეურნეობა;

ჰ.ა) ხარაგაულის სატყეო მეურნეობა;

ჰ.ბ) ხაშური-ქარელის სატყეო მეურნეობა;

ჰ.გ) ჯავის სატყეო მეურნეობა;

ჰ.დ) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის საბაზისო სანერგე მეურნეობა;

ჰ.ე) სატყეო სელექციური სათესლე-სანერგე მეურნეობა – ,,საქტყეთესლსელექცია”;

ჰ.ვ) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის დენდროლოგიური სატყეო ცენტრი;

ჰ.ზ) საქართველოს ტყის ჯიშთა თესლების საკონტროლო სადგური.

2. გაუქმდეს ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ახალციხის სატყეო მეურნეობა.

3. გაუქმდეს ბაღდადისა და ვანის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ბაღდადის სატყეო მეურნეობა.

4. გაუქმდეს ხარაგაულის და ზესტაფონის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ხარაგაულის სატყეო მეურნეობა.

5. გაუქმდეს ქუთაისის, ხონის და ტყიბულის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ქუთაისის სატყეო მეურნეობა.

6. გაუქმდეს საჩხერისა და ჭიათურის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჩხერის სატყეო მეურნეობა.

7. გაუქმდეს ლანჩხუთისა და ოზურგეთის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობა.

8. გაუქმდეს ბოლნისის, მარნეულის და დმანისის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ბოლნისის სატყეო მეურნეობა.

9. გაუქმდეს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ქიზიყის სატყეო მეურნეობა.

10. გაუქმდეს ყვარლის და ლაგოდეხის სატყეო მეურნეობები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს ყვარლის სატყეო მეურნეობა.

11. ახალციხის, ბაღდადის, ხარაგაულის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთი-ლანჩხუთის, ბოლნისის, ქიზიყის, ყვარლის, სატყეო მეურნეობების ტერიტორიულ საზღვრებად განისაზღვროს ამ ბრძანების მე-2 – მე-10 პუნქტებით გაუქმებული სატყეო მეურნეობების გაერთიანებით შექმნილი შესაბამისი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიული საზღვრები.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი