„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024392
559
29/12/2023
ვებგვერდი, 30/12/2023
480140000.10.003.024392
„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №559

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2015, 480140000.10.003.018622) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
  1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „თ“, „ლ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესი (დანართი №1).“.

3. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 და 1 2 მუხლები:

მუხლი 11

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისია და დამტკიცდეს „საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი“ (დანართი №2).

მუხლი 12

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №3).“.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესი“ განისაზღვროს დანართ №1-ად და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 3
დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის „საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი“ (დანართი №2) და „საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №3).

 

მუხლი 4
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილება.

 

მუხლი 5
  1. დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის“ მე-5 მუხლისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
  2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის“ მე-5 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი