დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 557 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.024390 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/02/2022, 330090000.10.003.023280) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს საინფორმაციო სისტემის შემადგენელი კომპონენტების ამსახველი პროგრამ(ებ)ის შემუშავება, მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქცია. 3. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცება.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 31 დეკემბრიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები