„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016516
412
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010250050.35.157.016516
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №412

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნას ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N242 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 03/01/2019, სარეგ. კოდი 010250050.35.157.016346) პირველ მუხლში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებად ჩაითვალოს:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ თეთრიწყაროს, მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საუწყებო საავტომობილო გზებს არ მიეკუთვნება;

ბ) ქ. თეთრიწყაროსა და დასახლებულ პუნქტებში არსებული საავტომობილო გზები, აგრეთვე დასახლებების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გზები, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საუწყებო საავტომობილო გზებს არ მიეკუთვნება

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე