„სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/546
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016841
1-1/546
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010320000.22.024.016841
„სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/546

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის №1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებით (WWW.matsne.gov.ge, 09.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.22.024.016782) დამტკიცებულ „სიმძლავრის აუქციონის  წესები“ (შემდგომ  წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-12 პუნქტები:

„7. იმ შემთხვევაში თუ, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სადგურის რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10 %-ით;“

„8. იმ შემთხვევაში თუ, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში, სადგურის  რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30 %-ით;“

„9. იმ შემთხვევაში თუ, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურის  ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში, სადგურის რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100 %-ით;“

„10. იმ შემთხვევაში თუ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10 %-ით;“

„11. იმ შემთხვევაში თუ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის  ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30 %-ით;“

„12. იმ შემთხვევაში თუ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის  ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100 % -ით;“.
2. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

„9. დაინტერესებული პირის მიერ შემოთავაზებული პროექტის დადგმული სიმძლავრე, არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ კატეგორიაში გამოცხადებული სიმძლავრის 70%-ს,  (სამოცდაათი), გარდა მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობით განხორციელებულ პროექტებისა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელირომეო მიქაუტაძე