„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.024379
553
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
300350000.10.003.024379
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №553

2023 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
მუხლი 1„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 08/12/2022, 300350000.10.003.023767) შეტანილ იქნეს ცვლილება და:  

1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობებით განხორციელებულ ქარისა და მზის სადგურების მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ფაზაზე არსებულ პროექტებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების“:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ჟ“ – „ფ“ ქვეპუნქტები:

„ჟ) საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის, საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს უნდა ჰქონდეს რეზერვუარი, რომელიც მაქსიმალური შევსების პირობებში უზრუნველყოფს სადგურის სრული დადგმული სიმძლავრით ოპერირებას დღე-ღამეში 1 საათიდან 4 საათამდე, წყლის ბუნებრივი შემოდინების გარეშე;

რ) დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის, დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს უნდა ჰქონდეს რეზერვუარი, რომელიც მაქსიმალური შევსების პირობებში უზრუნველყოფს სადგურის სრული დადგმული სიმძლავრით ოპერირებას დღე-ღამეში 4 საათიდან 8 საათამდე, წყლის ბუნებრივი შემოდინების გარეშე;

ს) დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის, დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს უნდა ჰქონდეს რეზერვუარი, რომელიც მაქსიმალური შევსების პირობებში უზრუნველყოფს სადგურის სრული დადგმული სიმძლავრით ოპერირებას დღე-ღამეში 8 საათით და მეტით, წყლის ბუნებრივი შემოდინების გარეშე;

ტ) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა – ამ დადგენილების მიზნებისთვის, ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ 1 საათიდან 4 საათამდე, 4 საათიდან 8 საათამდე, ან 8 საათითა და მეტით რეგულირების ფუნქცია და გამოყენებულ უნდა იქნეს ქარის ან მზის ელექტროსადგურებთან ერთად;

უ) სასარგებლო წყლის მოცულობა – სხვაობა ნომინალური შეტბორვის დონესა და მინიმალურ საექსპლუატაციო ნიშნულს შორის;

ფ) მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურად მიიჩნევა საათობრივი, დღიური ან დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ელექტროსადგურის მიერ ოპერირების დაწყებიდან ყოველი 5 (ხუთი) წლის გასვლის შემდეგ უარი თქვას ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუ ამის შესახებ იგი სამინისტროს წერილობით შეატყობინებს ყოველი 5 (ხუთი) წლის გასვლამდე 6 (ექვსი) თვით ადრე. სხვა შემთხვევაში დაინტერესებული პირი კარგავს ფასთა სხვაობის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.“;

გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:

გ.ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემები (საშუალო თვიური მაჩვენებლები), ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში – ქარის დაკვირვების მონაცემები, ხოლო მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში – მზის დაკვირვების მონაცემები (მათ შორის, ფონდურ მასალებზე დაყრდნობით);“;

გ.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ტექნიკური შესაბამისობის დასადასტურებლად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო-სისტემიდან“ წარმოადგინოს შესაბამისი წერილი.“;

დ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „111“ მუხლი:

„მუხლი 111. რეგულირების ფუნქციის სავალდებულო შენარჩუნება

  1. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირი ვალდებულია, რომ პროექტი ითვალისწინებდეს რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობის შენარჩუნებას ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
  2. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სადგურის  რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10%-ით.
  3. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სადგურის  რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30%-ით.
  4. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში,  სადგურის  რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100%-ით.
  5. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირი ვალდებულია, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობებით განხორციელებული ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ სისტემის რეგულირების ფუნქცია და გამართული ფუნქციონირება შენარჩუნებული იყოს ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
  6. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10%-ით.
  7. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის  ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30%-ით.
  8. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის  ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100%-ით.
  9. ამ დადგენილების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირობები ასევე ვრცელდება საათობრივი, დღიური, დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობით განხორციელებული მზისა და ქარის ელექტროსადგურებზე პროექტებზე.“;

 

ე) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაინტერესებული პირის მიერ შეთავაზებული პროექტის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ კატეგორიაში გამოცხადებული სიმძლავრის 70%-ს, გარდა მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობით განხორციელებული პროექტებისა.“;

 

ვ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

 

„მუხლი 14.  ფასთა სხვაობის გადახდის პირობები გარდამავალ პერიოდში

  1. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის მიერ მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.
  2. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“  მიერ სიმძლავრის აუქციონში შერეული მწარმოებლისათვის ფასთა სხვაობის შესაბამისი თანხა გადაიხდება, როგორც საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია სიმძლავრის აუქციონში შეთავაზებულ ტარიფზე.
  3. სიმძლავრის აუქციონში შერეული მწარმოებლის მიერ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის“ ფასთა სხვაობის შესაბამისი თანხის გადახდა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მეტია სიმძლავრის აუქციონში შეთავაზებულ ტარიფზე.
  4. ფასთა სხვაობა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხდება შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროსადგურის მიერ სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის მოცულობაზე.
  5. ამ დადგენილების საფუძველზე, ფასთა სხვაობის ანაზღაურება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის ფასთა სხვაობის შესაბამისი თანხის ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 28  კალენდარული დღისა.
  6. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ მწარმოებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“  შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი