„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.024376
552
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
300350000.10.003.024376
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №552

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2020, 300350000.10.003.022117) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის“  მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6.  პრემიალური ტარიფის გადახდის პირობები გარდამავალ პერიოდში

1. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

2. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ კერძო ინიციატორისთვის (მწარმოებლისთვის) პრემიალური ტარიფი (0.055 აშშ დოლარსა  და  საბალანსო ელექტროენერგიის ფასს შორის დადებითი სხვაობა, მაგრამ არა უმეტეს 0.015 აშშ დოლარისა)   გადაიხდება, როგორც საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე.

3. პრემიალური ტარიფი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით, გადაიხდება შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროსადგურის მიერ სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის მოცულობაზე.

4. ამ დადგენილების საფუძველზე, პრემიალური ტარიფის  ანაზღაურება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის პრემიალური ტარიფის შესაბამისი თანხის ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 28  კალენდარული დღისა.

5. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და კერძო ინიციატორს (მწარმოებელს) შორის ურთიერთობა რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“  შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი