დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 536 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.10.003.024386 |
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 010240060.10.003.022549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდომში – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარუდგენს საბჭოს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციაში მიეთითება შესაბამისი ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემები, გამოკვეთილი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – წინადადებები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე, რომლის შექმნასა და ფუნქციონირებას უზრუნველყოფს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს, საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები