“გარდაბნის სატყეო მეუნრეობის წყნეთის სატყეოს №14, №22 კვარტალებისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანისნულების უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ”

  • Word
“გარდაბნის სატყეო მეუნრეობის წყნეთის სატყეოს №14, №22 კვარტალებისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანისნულების უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.454
  • Word
122
01/06/2005
სსმ, 68, 06/06/2005
360.160.000.22.023.007.454
“გარდაბნის სატყეო მეუნრეობის წყნეთის სატყეოს №14, №22 კვარტალებისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანისნულების უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ”
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.454

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №122

2005 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

გარდაბნის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს №14, №22  კვარტლებისათვის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსის მინიჭების შესახებ

,,საქართველოს ტყის კოდექსის” საქართველოს 1999 წლის კანონის  (1999 წელი, 22 ივნისი №2124-IIს) 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 44-ე, 45-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დაკმაყოფილდეს დაბა წყნეთის მოსახლეობის თხოვნა და გარდაბნის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს №14 და №22 კვარტლებს (სულ 166.46 ჰა) განსაკუთრებული რეკრეაციული მნიშვნელობიდან და აღნიშნულ სატყეო უბნებში ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენით შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე უვადოდ მიენიჭოთ განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსი.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სტატუსი არ გავრცელდეს ,,თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთის სატყეოს მიწებიდან მიწის რეფორმის ფონდში ფართობის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 17.08.95წ.-ის №496 და საქართველოს მიწის გამოყენების და დაცვის სახელმწიფო კომისიის 24.03.97 №16/30 ,,თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან რეფორმის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ” გადაწყვეტილებით აღნიშნულ კვარტლებში რეფორმის ფონდში გამოყოფილ 2.54 ჰა ფართობზე, რომელიც დღეისათვის ათვისებულია მოსახლეობის მიერ.

3. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანზე აიკრძალოს:

ა) ყოველგვარი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება გარდა აღდგენითი ღონისძიებებისა;

ბ) ტყეთსარგებლობის ყველა სახე, გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ტყეთსარგებლობისა.

4. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვასა და დაცვაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს გარდაბნის სატყეო მეურნეობას.

5. დაევალოს გარდაბნის სატყეო მეურნეობის დირექციას ბრძანების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის სათანადო სტატუსის, განსაკუთრებული მოთხოვნებისა და საზღვრების მიმანიშნებელი ფირნიშების დაყენება უბანთან მისასვლელ გზებსა და ბილიკებზე.

6. დამტკიცდეს განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვის წესები (დანართი 1).

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ შალვა ჯავახაძეს.

8. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

    დანართი 1

განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის მართვის წესები

1. დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმში არსებული საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის და აღდგენის ღონისძიებები ხორციელდება ამ უბნის დანიშნულების მიზნებიდან გამომდინარე და გულისხმობს:

ა. ამ უბნის ოპტიმალური ტყიანობის, მრავალფეროვნების და ბუნებრივი სახეობრივი შემადგენლობის დაცვას, შენარჩუნებასა და აღდგენას ამ პირობებისათვის ბუნებრივ მდგომარეობასთან მიახლოების მიზნით;

ბ. ამ უბნებისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ღირსების ან დანიშნულების შემქმნელი თვისებების და ფუნქციების დაცვასა და გაძლიერებას;

გ. ტყის ნიადაგდაცვითი თვისებების და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვასა და გაუმჯობესებას;

დ. ისეთი საქმიანობის განხორციელების თავიდან აცილებას, რომელიც შეუთავსებელია ამ უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მიკუთვნების მიზნებთან.

2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანში დასაშვებია:

ა. მოქმედი ნორმების საფუძველზე და დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, რეკრეაციული დანიშნულების მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა (სავალი ბილიკები, მცირე ზომის ფანჩატურები, მაგიდები, სკამები, სანაგვე ურნები, წყლის დასალევი ფანტანები, ცეცხლის დასანთები ადგილები და სხვა);

ბ. ერთეული ხმელი, ფაუტი, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრა;

გ. ტყის აღდგენითი სამუშაოები.