„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33899
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016721
33899
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
000000000.00.00.016721
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

სსიპ  შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №33899

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის  2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის    იურიდიული    პირის    – შემოსავლების    სამსახურის    დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის    2011 წლის   23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის   – შემოსავლების    სამსახურის     შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული„შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების   სპეციფიკური    სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2):

ა) 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„1.1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სერვისცენტრი (გარდა ამ დანართის

1.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხუთდღიანი სამუშაო კვირა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

09.00

საათიდან

18.00

საათამდე

 

 

 

 

 

 

 

სერვისცენტრებში საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოს თანამშრომლებისათვის შესვენების დრო განისაზღვრება დღის განმავლობაში ერთი საათით, მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრების უფროსისა და საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებით

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამსახურის/დეპარტამენტის/ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს უფლება აქვს დეპარტამენტის ყველა ქვედანაყოფის თანამშრომლებს ზეპირად განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი“;

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ დანართის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოსათვის (სამმართველოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის, ვიდეოზარით მომსახურების გაწევისას   და ჩათის მეშვეობით კონსულტაციის გაწევის ნაწილში), 1.2 და 2.2-2.10 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისათვის/ქვედანაყოფისათვის (გარდა გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისა, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის) უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები.

2. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ამ დანართის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოს და 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, ასევე გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს, ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით გათვალისწინებულ უქმე დღეებში.

3. ელექტრონული კომუნიკაციების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტა  info@rs.ge)  მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევისას მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოსათვის და ამ დანართის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული  სერვისცენტრებისთვის  უქმე  დღეებს  არ  წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები. ამასთან, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა სამუშაოს შესრულება უზრუნველყონ დისტანციურად (გარდა მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის, ვიდეოზარით მომსახურების გაწევისას და ჩათის მეშვეობით კონსულტაციის გაწევის შემთხვევისა).

4. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს და აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველოს მიერ ცალკეული ფუნქციების შესრულებისას, აგრეთვე გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღების და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული მონაცემების შეტანისას ამავე სამმართველოებისთვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები.“.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

სამსახურის  უფროსი   ლევან კაკავა