აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი N - 19 რს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 480140030.31.060.016032
N - 19 რს
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
480140030.31.060.016032
აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №19/რს

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე

მუხლი 1
რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის  2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში ხელმოწერილი  ე. წ. შეთანხმების საგანია ბიჭვინთა-მიუსერას სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისების საკითხი. დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობის რუსეთისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი მიწისა და მიმდებარე ზღვის აკვატორიის 49 წლის ვადით იჯარით გადაცემას. „შეთანხმების“ სისრულეში მოყვანა უკიდურესად შეავიწროებს ადგილობრივ მოსახლებას, გამოიწვევს ათობით ოჯახის მათი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრას და სხვაგან გადასახლებას. თვეების განმავლობაში გასაიდუმლოებული „შეთანხმების“ გასაჯაროებამ და  აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მის „რატიფიკაციასთან“ დაკავშირებული პროცედურების დაწყებამ აფხაზურ საზოგადოებაში საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს მოახდინა შეთანხმების „რატიფიკაცია“.

ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების თაობაზე მოსკოვსა და სოხუმს შორის 2022 წლის 19 იანვარს გაფორმებული „შეთანხმება“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების უხეშ დარღვევას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელების მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს. ამასთანავე, „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

უკანონოდ იქნეს ცნობილი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში  გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილება.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია