„საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.024371
537
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
300010000.10.003.024371
„საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №537 

2023 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების  შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2021, 300010000.10.003.022806) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გამოუყენებლობის, გადახედვის ან გაუქმების, ასევე ფასთან მიმარებით ვალდებულების დამტკიცების თაობაზე დასკვნის მომზადებისათვის პასუხისმგებელი ორგანოა სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომში – შესწავლის ორგანო)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი