„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024366
533
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
040030000.10.003.024366
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №533

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/04/2014, 040030000.10.003.017908) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
  1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ დებულება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი