„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 532
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024365
532
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010220020.10.003.024365
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №532

2023 წლის 29 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე; 

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიკომისიის წევრი

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიკომისიის წევრი

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; 

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; 

ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; 

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; 

თ) სსიპშემოსავლების სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; 

ი) სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი; 

კ) სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი; 

ლ) საქართველოს  პარლამენტის  დარგობრივი  ეკონომიკისა  და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

მ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − კომისიის  წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი