დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 541 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.024380 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 430210000.10.003.018862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება: ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.81-ით; ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.50-ით; ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.80-ით; ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.46-ით; ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.77-ით; ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.37-ით; ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.74-ით; ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.32-ით; ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.73-ით; ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.23-ით; ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.69-ით; ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.22-ით; ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.71-ით; ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.44-ით; ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.70-ით; ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.39-ით; ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.66-ით; ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.32-ით; ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.62-ით; ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.26-ით; ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით; ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.18-ით; ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.59-ით; ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.17-ით; გ) საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.12-ით; გ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.90-ით; გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.11-ით; გ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.88-ით; გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით; გ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.79-ით; გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.04-ით; გ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.72-ით; გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.03-ით; გ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.63-ით; გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.99-ით; გ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.62-ით. 4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით: ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 543 ლარით; ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 750 ლარით; ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 540 ლარით; ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 738 ლარით; ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 531 ლარით; ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 711 ლარით; ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 522 ლარით; ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით; ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 519 ლარით; ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 669 ლარით; ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 507 ლარით; ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 666 ლარით; ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 513 ლარით; ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 732 ლარით; ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით; ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 717 ლარით; ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით; ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით; ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის,, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარით; ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 678 ლარით; ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით; ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 654 ლარით; ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 477 ლარით; ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 651 ლარით; გ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით: გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 636 ლარით; გ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 870 ლარით; გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 633 ლარით; გ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 864 ლარით; გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით; გ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 837 ლარით; გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 612 ლარით; გ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 816 ლარით; გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 609 ლარით; გ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 789 ლარით; გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 597 ლარით; გ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 786 ლარით.“. 2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.19 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.15 კოეფიციენტზე გამრავლებით.“. 3. მე-7 და 71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 81 000.00 ლარით; ა1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 99 000.00 ლარით; ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 80 000.00 ლარით; ბ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 95 000.00 ლარით; გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 73 000.00 ლარით; გ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 88 000.00 ლარით; დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით; დ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 79 000.00 ლარით; ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 51 000.00 ლარით; ე1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 63 000.00 ლარით; ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 000.00 ლარით; ვ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით. 71. არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 78 000.00 ლარით; ა1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 97 000.00 ლარით; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 76 000.00 ლარით; ბ1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 93 000.00 ლარით; გ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 69 000.00 ლარით; გ1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 81 000.00 ლარით; დ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 58 000.00 ლარით; დ1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 69 000.00 ლარით; ე) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 000.00 ლარით; ე1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით; ვ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 45 000.00 ლარით; ზ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 58 000.00 ლარით.“. 4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით ყოველთვიურად გამოეყოფათ დაფინანსება: ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი; ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი; გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში – სქემა) განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატისა და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-იდან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე, რადგან სქემაში მასწავლებლად განაწილების შემდგომ მას უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე; ე) უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი; ვ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი.“. 5. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 720 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 605 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“. 6. მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები