„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.024380
541
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
430210000.10.003.024380
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №541

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასა­ფი­ნა­­ნ­სე­ბ­ლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მი­­სი შე­სა­ბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 430210000.10.003.018862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:

1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.81-ით;

ა.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.50-ით;

ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.80-ით;

ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.46-ით;

ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.77-ით;

ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.37-ით;

ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.74-ით;

ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.32-ით;

ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.73-ით;

ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.23-ით;

ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.69-ით;

ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.22-ით;

ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.71-ით;

ბ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.44-ით;

ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.70-ით;

ბ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.39-ით;

ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.66-ით;

ბ.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.32-ით;

ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.62-ით;

ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.26-ით;

ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;

ბ.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.18-ით;

ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.59-ით;

ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.17-ით;

გ) საჯარო სკოლის  მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.12-ით;

გ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.90-ით;

გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.11-ით;

გ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.88-ით;

გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით;

გ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.79-ით;

გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.04-ით;

 გ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.72-ით;

გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.03-ით;

გ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.63-ით;

გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.99-ით;

გ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.62-ით.

4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 543 ლარით;

ა.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 750 ლარით;

ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 540 ლარით;

ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 738 ლარით;

ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 531 ლარით;

ა.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 711 ლარით;

ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 522 ლარით;

ა.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით;

ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 519 ლარით;

ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 669 ლარით;

ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 507 ლარით;

ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 666 ლარით;

ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 513 ლარით;

ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 732 ლარით;

ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;

ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 717 ლარით;

ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით;

ბ.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით;

ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის,, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარით;

ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 678 ლარით;

ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;

ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 654 ლარით;

ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 477 ლარით;

 ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 651 ლარით;

გ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 636 ლარით;

გ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 870 ლარით;

გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 633 ლარით;

გ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 864 ლარით;

გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით;

გ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 837 ლარით;

გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 612 ლარით;

გ.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 816 ლარით;

გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 609 ლარით;

გ.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 789 ლარით;

გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 597 ლარით;

გ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 786 ლარით.“.

2. მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.19 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვაუჩერის 1.15 კოეფიციენტზე გამრავლებით.“.

3. მე-7 და 71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 81 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 99 000.00 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 80 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ​1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 95 000.00 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 73 000.00 ლარით;

გ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ​1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 88 000.00 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ​1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 79 000.00 ლარით;

ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 51 000.00 ლარით;

ე​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 63 000.00 ლარით;

ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით.

71. არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 78 000.00 ლარით;

ა​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 97 000.00 ლარით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 76 000.00 ლარით;

ბ​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ​1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 93 000.00 ლარით;

გ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 69 000.00 ლარით;

გ​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ​1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 81 000.00 ლარით;

დ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 58 000.00 ლარით;

დ​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ​1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 69 000.00 ლარით;

ე) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 000.00 ლარით;

ე​1) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით;

ვ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 45 000.00 ლარით;

ზ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ1“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 58 000.00 ლარით.“.

4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით ყოველთვიურად გამოეყოფათ დაფინანსება:

ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში – სქემა) განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა დანამატი/დანამატები (გარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატის, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატის, კლასის დამრიგებლობის დანამატის, მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატისა და სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-იდან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატისა), რის გამოც მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატზე, რადგან სქემაში მასწავლებლად განაწილების შემდგომ მას უნარჩუნდება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის ის ოდენობა, რომელიც ეძლეოდა მას სქემაში განაწილებამდე;

ე) უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი;

ვ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი.“.

5. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „14. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 720 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 605 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“.

6. მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი