დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 530 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.024363 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) 2024 წლის 1 მარტიდან, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა (ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ქალაქები), ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება: თ.ა) რომელსაც, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 2,500 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება: თ.ა.ა) მუნიციპალიტეტში სერვისის ერთადერთ მიმწოდებელზე; თ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე; თ.ა.გ) სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის (მათ შორის, გეოგრაფიული) გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით; თ.ბ) რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ი) „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03) განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის (ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა) სერვისის უწყვეტობის მიზნით ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის („სოფლის ექიმი – პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეკომპონენტის განმახორციელებელი) მართვის ქვეშ არსებული დაწესებულებები: ი.ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში – შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“; ი.ბ) ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო.“. 2. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ.ე“ ქვეპუნქტი: „ნ.ე) ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უზრუნველყოს არა უმეტეს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეფერენტული ტარიფებით.“. 3. 23-ე მუხლს 361 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 362 პუნქტი: „362. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის 2024 წლის 1 მარტიდან პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება განხორციელდება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები