„პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 სექტემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 სექტემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.024377
540
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
430060000.10.003.024377
„პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 სექტემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №540

2023 წლის 29 დეკემბერი

  ქ. თბილისი

 

„პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 სექტემბრის №451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 სექტემბრის №451 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/09/2022, 430060000.10.003.023662) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის შესაბამისად, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება სავალდებულოა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-8 მუხლის შესაბამისად მიღებული „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის“ მიხედვით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული პროგრამის თანაგანხორციელების მიზნისთვის.

4. 2023 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული პროგრამების დუალური სწავლების ფორმით განხორციელების მიზნით, საწარმოები ჩაითვალონ სასწავლო საწარმოებად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დანართით გათვალისწინებული „პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტების“ 3.3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი