დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.10.003.024375 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 27/12/2022; 470200000.10.003.023808) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს (საქპატენტს), სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, უზრუნველყონ ამ დადგენილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშირისი კომისიის შემადგენლობის განსასაზღვრად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის („ფარმაცევტული პროდუქტების ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგია, წესი და პირობები“) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის), სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი (ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი), აგრეთვე სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები