დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.10.003.024374 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ივნისის №249 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 01/06/2021; 300010000.10.003.022805) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესის და პროცედურების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს წესი განსაზღვრავს ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტის დემპინგური იმპორტის არსებობის, ზიანისა და, მათ შორის, მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენასთან დაკავშირებით, ასევე უკვე დაწესებული ანტიდემპინგური ღონისძიებების გადახედვის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში – შესწავლის ორგანო) მიერ შესწავლის განხორციელების წესსა და პროცედურებს, ასევე შესწავლის პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები