დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016711 |
55
29/12/2023
ვებგვერდი, 05/01/2024
010250050.35.105.016711
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი
დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 მარტის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2018 წ, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016425) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1 ქვეპუნქტი:
ბ1) აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს წევრთაგან შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს. მთავარი მომხსენებელი უფლებამოსილია საბჭოს წარუდგინოს შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები