დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 987 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 03/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.007.442 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.442
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №987
2005 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად:”.
2. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 აპრილის №429 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს და დაწესებულების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ უნდა აღემატებოდეს მათი შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები