წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016543
41
28/12/2023
ვებგვერდი, 05/01/2024
010250020.35.104.016543
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (N2738-XIმს-Xმპ, 04.04.2023 წ) 1-ლი მუხლისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ ამ დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია



დანართი №1

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

ფოთლოვანი ხეები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ირმის რქა სწორ შტამზე,

ხედ ფორმირებული

 

Lagerstroemia indica

2

იფანი ჩვეულებრივი

 

Fraxinus excelsior

3

იფანი გრძელფოთოლა

 

Fraxinus coriariaefolia

4

ცაცხვი კავკასიური

Tilia 3aucasica

5

ცაცხვი წვრილფოთოლა

(გულფოთოლა)

Tilia cordata

6

ცაცხვი უნგრული

Tibia tomentosa

7

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

8

ნეკერჩხალი „დიადი ბოყვი“

Acer velutinum

9

ნეკერჩხალი - ქორაფი

Acer cappadocicu m

10

ნეკერჩხალი - ლეკა

Acer platanoides

11

შაქრის ნეკერჩხალი

Acer saccharum

12

ვერცხლისსფერი (ჭაობის)

ნეკერჩხალი

Acer saccharinum

13

ნეკერჩხალი მარაოსებური

(პალმატუმი)

Acer palmatum

14

კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე

Ligustrum japonicum

15

სოფორა იაპონური „მტირალა“

Sophora japonica

16

სოფორა იაპონური სწორ შტამზე

Sophora japonica

17

მალუსი (დეკ.ვაშლი) - სხვადასხვა

ფორმა

malus floribunda / malus cocinela

18

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera Pisardii

19

პანტა დეკორატიული

(შანტაკლერი)

Pyrus calteryaoa 'Chactîcleer’

20

ამბრის ხე

Liquidambar styraciflua

21

გინკო ბილობა

Ginkgo biloba

22

მელია აზედარახის

Melia azedarach

23

ფშატი ფორმირებული შტამზე

Elaeagnus sp.

24

კოლხური მუხა

Quercus hartwissiana

25

მარადმწვანე მუხა

Quercus ilex

26

კორპის მუხა

Quercus subere

27

პონტოს მუხა

quercus Pontica

28

ზეთისხილის ხე

Olea Europaea

29

საკურა (სხვადასხვა ფორმა)

Prunus serrulata

30

ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“

Albizzia julibrissin

31

ძელქვა

Zelqova

32

მაგნოლია

Magnoliasp. / gradiflora / tulipifera/

33

ხეტიტა

Liriodendron tulipifera

34

ცხენისწაბლი

Aesculus sp. / Aesculus hippocastanum

/ Aesculus x camea

35

თუთა უნაყოფო/მტირალი ფორმა

Morus alba "Pendula" / Morus alba

'Platanifolia'

36

მტირალა ტირიფი

Salix babylonica

37

პალმა ფინიკის

Phoenix dactylifera

წიწვოვანი ხეები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

2

ლეილანდიის კვიპაროსი

Cupressus leylandi

3

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

4

ზღვისპირა ფიჭვი

Pinus pinastere

5

იტალიური ფიჭვი

Pinus piena

6

ბიჭვინთის ფიჭვი

Pinus brutia var. pityusa

7

უთხოვარი

Taxus baccata

8

კრიპტომერია

Cryptomeria japonica

9

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens Glauca / Hoopsi

10

ჭაობის კვიპაროსი

Taxodium distichum

 

ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (ნიადაგმფარავები და მხვიარები)

 

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

Lagerstroemia indica

2

აბელია დიდფოთოლა

Abelia grandiflora

3

კოლხური ბზა

Buxus sempervirens

4

წვრილფოთოლა ბზა

Buxus microphylla

5

იაპონური ფშატი

Eleagnus x ebbingei ‘Limelight’

6

ფოტინია წითელი

Photinia x fraseri ‘Red Robin’

7

ფოტინია მწვანე დიდი, ღობის

Photinia serrulata

8

მარადმწვანე ძახველი

პირამიდული მაღალი

Vibrunum lucidium

9

სურნელოვანი ძახველი

Vibrunum tinus

10

მარადმწვანე, პრიალა ფოთოლა

ძახველი

Vibrunum lucidium

11

ცხრატყავა

Lonicera sp.

12

ცხრატყავა ქართული

Lonicera iberica

13

ცხარტყავა კავკასიური (წერწა)

Lonicera caucasica

14

ჩიტავაშლა

Cotoneaster melanocarpa,

15

ჭყორი კოლხური

flex colchica

16

ჭყორი მწვანე

flex aquifolium

17

ჭყორი ჭრელფოთოლა

Ilex aquifolium 'Argentea Marginata'

18

ფიტოსფორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira 'Nana'

19

ფიტოსფორუმი საბორდიურე

Pittosporum tobira

20

კვიდო (ლუგუსტრუმი)

მარადმწვანე

Ligustrum lucidium

21

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum lucidium 'variegata'

22

ჰიბისკუსი (სირიული ვარდი)

 

23

ოლეანდრა სწორ შტამზე, ხედ

ფორმირებული

Nerium oleander

24

წყავი ფორმირებული

სფეროსებურად

Prunus laurocerasus bait-shaped

25

წყავი საბორდიურე

Prunus laurocerasus

26

ქონდარი პალმა

Chamaerops humilis

27

ვარდი - ჯუჯა (ფერების

ვარიაციით)

Rosa Dwarf Fairy ('Korzweenu')

28

ვარდი - ხვია (ფერების

ვარიაციით)

Rosa banksiae

29

ვარდი - ბუჩქი (ფერების

ვარიაციით)

 

Rosa Daftvolk

30

ნანდინა

Nandina domestica / Nandina

domestica 'Firepower‘

31

ჭანჭყვატი მწვანე

Euonymus Green

32

ჭანჭყვატი ოქროსფერი

Euonymus gold

33

ჭანჭყვატი ვერცხლისფერი

Euonymus Silver

34

გრაკლა (სხვადასხვა ფორმა)

Spiraea japonica / thunbergii

35

კამელია

Camellia

მხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (მხვიარები)

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

გლიცინა

Wisteria

2

ტეკომა

Tecoma

3

უსურვაზი

Parthenocissus tricuspidata

4

ცხრატყავა

Lonicera

5

მარადმწვანე ჟასმინი, მხვიარა

Jasminum grandiflorum

6

კოლხური სურო

Hedera colchica

7

წვრილფოთოლა სურო

Hedera

8

კატაბარდა

Clematissp. / armandii/ Clematis

paniculata / Clematis mandscuirica /

9

ლავანდა

Lavanlunda angustifolia

10

როზმარინი

Rosmarinus

11

წიწვანა

Festuca sp,

წიწვოვანი ბუჩქები

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ტუია ნანა-ოქროსფერი

Thuja orientalis ‘Aurea lana’

2

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis 'Smaragd'

3

ტუია ბრაბანტის

Thuja occidentalis ‘Brabant’

4

ტუია ოქროსფერი

Thuja occidentalis 'Gold‘

5

ბიოტა (ტუია) საბორდიურე

Thuja occidentalis 'Gold'

6

ღვია „ოქროსფერი)

Juniperus x pfitzeriana 'Mordigan Gold'

7

ღვია „ვერცხლისფერი“

Juniperus virginiana 'Silver Spreader'/

Globosa

8

ღვია გართხმული

 

9

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo pumilio / Pinus mugo

mugus

10

ჯუჯა ნაძვი

Picea glauca conica / globosa

11

უთხოვარი ბუჩქი

Taxus baccat

 


დანართი №2

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3.გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე. 

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ)  გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

1მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.