დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.134.016375 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016234. 09/01/2018) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მერიაში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება: ა) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული სისტემის პროგრამის (MSDA და MMS) მეშვეობით; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - საფინანსო ანალიტიკური სამსახურის „ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემით“ (eHRMS) მეშვეობით.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე 1. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში – მერის მოადგილე. 2. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე. 3. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე მერის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციების განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და მერის დავალებების შესრულებას. 4. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე უფლებამოსილებათა დელეგირების თაობაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. ამავე უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, უფლება აქვთ დავალებები და მითითებები მისცენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოხელეებს. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვთ რეზოლუციით დაავალონ სტრუქტურულ ერთეულებს საკითხის განხილვა, მოისმინონ სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში. 5. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 6. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ით, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მერი, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მერის უფლებამოსილების ვადას. 2. მერის წარმომადგენელი უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. იგი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მასზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში, მერის გადაწყვეტილებით (ბრძანება) მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში.“ დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას. ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერის წარმომადგენელი სარგებლობს მერიის ტიტულიანი ბლანკით და აქვს ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომელზედაც აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება და გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებისას.“ ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას. ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებული იქნას. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები