ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016528
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
29/12/2023
ვებგვერდი, 05/01/2024
010250020.35.108.016528
ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2024 - 28/02/2024)

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. სენაკი

ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ „ვ“ „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში.

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში.

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში. 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია




დანართი №1

ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

 

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3.   გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

4.   გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5.   მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

6.   მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე. 

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

 

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა. განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ. გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ. დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2.   ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3.   სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

 

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.



დანართი №2

ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

 

სახელწოდება ქართულად

სახელწოდება ლათინურად

ზომა/სმ

გარშემოწერილობა

1

ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული

Lagerstroemia indica

სიმაღლე არანაკლებ 250 სმ

16-18 სმ

2

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

3

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

4

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

5

ცაცხვი წვრილფოთოლა (გულფოთოლა)

Tilia cordata

6

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

7

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

8

ნეკერჩხალი „დიადი ბოყვი“

Acer velitinum

9

ნეკერჩხალი - ქორაფი

Acer cappadocicum

10

ნეკერჩხალი - ლეკა

Acer platanoides

11

 შაქრის ნეკერჩხალი

Acer saccharum

12

ვერცხლისფერი (ჭაობის) ნეკერჩხალი

Acer saccharinum

13

ნეკერჩხალი მარაოსებური(პალმატუმი)

Acer palmatum

14

კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე

Ligustrum japonicum

15

 სოფორა იაპონური „მტირალა“

Sophora japonica

16

სოფორა იაპონური სწორ შტამზე

Sophorajaponica

17

მალუსი ( დეკორატიული ვაშლი) სხვადასხვა ფორმა

Malus floribunda/malus cocinela

18

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera Pisardii

19

პანტა დეკორატიული (შანტაკლერი)

Pyrus calleryana “Chanticleer”

20

ამბრის ხე

Liquidambar styraciflua

21

გინკო ბილობა

Glinko biloba

22

მელია აზედარახის

 Melia azedarach

23

ფშატი ფორმირებული შტამზე

Elaeagnus sp.

 

24

კოლხური მუხა

Quercus hartwizziana

სიმაღლე არანაკლებ 250სმ

25

მარადმწვანე მუხა

Quercus ilex

26

კორპის მუხა

Quercus suber

27

პონტოს მუხა

 Quercus Pontica

28

ზეთისხილის ხე

Olea Europaea

29

საკურა (სხვადასხვა ფორმის)

Prunus serrulata

30

ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“)

 Albizzia julibrissin

31

ძელქვა

Zelqova

32

მაგნოზია

Magnoliasp./gradiflora/tulipifera/

33

ხეტიტა

Liriodendron tulipifera

 18-20 სმ

34

ცხენისწაბლი

Aesculus SP./ Aesculus hippocastanum

35

თუთა უნაყოფო/მტირალა ფორმა

Morus alba “Pendula”/Morus alba “platanifolia”

36

მტირალა ტირიფი

Salix babylonica

37

პალმა ფინიკის

Phoenix dactylifera

                              წიწვოვანი ხეები

1

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

 

 

2

ლეილანდიის კვიპაროსი

Cupressus leyland

არანაკლებ 200-300 სმ

14-18 სმ

3

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

4

ზღვისპირა ფიჭვი

Pinus pinaster

5

იტალიური ფიჭვი

Pinus pinea

6

ბიჭვინთის ფიჭვი

Pinus brutia var.pityusa

7

უთხოვარი

Taxus baccata

8

კრიპტომერია

Cryptomeria japonica

9

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens Glauca /Hoopsi

10

ჭაობის კვიპაროზი

Taxodium distichum

ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები

1

ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

Lagerstroemia indica

არანაკლებ 30 სმ

30 სმ

2

აბელია დიდფოთოლა

Abelia grandiflora

3

კოლხური ბზა

Buxus sempervirens

4

წვრილფოთოლა ბზა

Buxus microphylla

6

იაპონური ფშატი

Elaeagnus x  ebbingei Limelight

7

 ფოტინია წითელი

Photinia x fraseri Red Robin

8

ფოტინია მწვანე დიდი, ღობის

Photinia serrulata

9

მარადმწვანე ძახველი პირამიდული მაღალი

 Vibrunum licidium

10

სურნელოვანი ძახველი

Vibrunum tinus

11

მარადმწვანე, პრიალა ფოთოლა ძახველი

Vibrunum lucidium

12

 ცხრატყავა

Lonicera sp.

13

ცხრატყავა ქართული

 Lonicera iberica

14

ცხრატყავა კავკასიური (წერწა)

Lonicera caucasica

15

ჩიტავაშლა

Cotoneaster melanocapra

16

ჭყორი კოლხური

Ilex colchica

17

ჭყორი მწვანე

 Ilex aquifolium

18

ჭყორი ჭრელფოთოლა

 Ilex aquifolium Argentea Marginata

19

ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira “Nana”

20

ფიტოსპორუმი საბორდიურე

Pittosporum tobira

21

კვიდო ლუგუსტრუმი მარადმწვანე

Ligustrum lucidium variegata

22

კვიდო ჭრელფოთოლა

 Ligustrum lucidium

23

ჰიბისკუსი (სირიული ვარდი) ბუჩქი

Hibiscus syriacus

24

ოლეანდრა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული

Nerium oleander

25

წყავი ფორმირებული სფეროსებურად

Prunus laurocerasus baii-shaped

26

წყავი საბორდიურე

 Prunus laurocerasus

27

ქონდარა პალმა

Chamaerops humilis

28

ვარდი - ჯუჯა (ფერების ვარიაციით)

Rosa Dwarf Fiary (Korzweenu)

29

ვარდი ხვიარა (ფერების ვარიაციით)

Rosa Banksiae

30

ვარდი-ბუჩქი (ფერების ვარიაციით)

Rosa Daftvolk

31

ნანდინა

Nandina domestica/Nandina domestica Firepower

32

ჭანჭყატი მწვანე

Euonymus Green

33

ჭანჭყატი ოქროსფერი

Euonymus Gold

34

ჭანჭყატი ვერცხლისფერი

Euonymus Silver

35

გრაკლა(სხვადსხვა ფორმა)

Spiraea japonica/thunbergii

36

კამელია

Camellia

  ხვიარა ბუჩქები და მრავალწლინი ბალახები (მხვიარები)

1

გლიცინია

Wisteria

15-20 სმ

20-25 სმ

2

ტეკომა

tecoma

3

უსურვაზი

Parthenocissus tricuspidata

4

ცხრატყავა

Lonicera

5

მარადმწვანე ჟასმინი,მხვიარა

Jasminum grandiflorum

6

კოლხური სურო

Hedera colchica

7

წვრილფოთლა სურო

Hedera

8

კატაბარდა

Clematissp/armandii/clematis paniculata

9

ლავანდა

Lavandula angustrifolia

10

როზმარინი

Rosmarunus

11

წივანა

Festuca sp.

წიწვოვანი ბუჩქები

1

ტუია ნანა-ოქროსფერი

Thuja orientalis Aurea Nana

არანაკლებ 30 სმ

30 სმ

2

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis Smaragd

3

ტუია ბრაბანტის

Thuja occidentalis Brabant

4

ტუია ოქროსფერი

Thuja occidentalis Gold

5

ბიოტა (ტუია) საბორდიურე

Thuja occidentalis Gold

6

ღვია „ოქროსფერი“

Juniperus x pfitzeriana Mordigan Gold

7

ღვია „ვერცხლისფერი“

Juniperus viginiana Silver Spreader/Globosa

8

ღვია გართხმული

Juniperus horizontalis

9

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo pumilio/ Pinus mugo mugus

10

ჯუჯა ნაძვი

Picea glaucca conica/globosa

11

უთხოვარი ბუჩქი

Taxus baccat