დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 02/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.280.000.22.033.007.437 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.22.033.007.437
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №363
2005 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურ-სისა და ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის №409 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №122, მუხ. 1099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) შეეფერება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობას:
ბ) არ შეეფერება დაკავებულ (ან დასაკავებელ) თანამდებობას და ექვემდებარება დაქვეითებას”.
2. დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას:
ა) მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ;
ბ) მოხელის დასაკავებელ თანამდებობაზე დანიშვნის, დასაკავებელ თაბამდებობასთან შეუსაბამობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები