საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.024361
528
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010100000.10.003.024361
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №528

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ​1“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022 − 2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 23 მარტის №2663-XIმს-Xმპ დადგენილებისა და „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2022 – 2030 წლებისათვის“ პროექტის მოწონებისა და ნ. თათულაშვილის საქართველოს პარლამენტში მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 სექტემბრის №1627 განკარგულების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმა“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).  

 

მუხლი 2
1. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ეთხოვოთ სამოქმედო გეგმაში ჩართულ შესაბამის უწყებებს კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა გეგმაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი