,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 13/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 000.00.0.000000
  • Word
19
10/02/2009
სსმ, 16, 13/02/2009
000.00.0.000000
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2009 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ი) ლიცენზირებისა და აპოსტილის დეპარტამენტი;“;

ბ) „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ლ) სტატისტიკის დეპარტამენტი;“;

გ) „ა.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.მ) საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;“;

დ) „ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ნ) აკადემიური განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი;“;

ე) „ა.ო“, „ა.ჟ“, „ა.რ“ და „ა.ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. 41 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული იმ სამართლებრივი ხასიათის საკითხების შესრულება, რომელიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს „თ1“, „თ2“ და „თ3“ ქვეპუნქტები:

„თ1) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

„თ2) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

„თ3) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;“;

გ) მე-8 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ლიცენზირებისა და აპოსტილის დეპარტამენტის კომპეტენციაა:“;

დ) მე-10 პუნქტს დაემატოს „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;

ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

მ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება.“;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშავების კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროს საშტატო ნუსხის შედგენაში მონაწილეობა;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღ-ლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;

ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების მომზადება;

ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;

კ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;

ლ) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის, კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;

მ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის თანახმად;

ო) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;

ჟ) დოკუმენტების მიმოქცევის თანამედროვე ელექტრონული სისტემის დანერგვა;

რ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება.“;

ვ) ამოღებულ იქნეს მე-13 პუნქტი;

ზ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. აკადემიური განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;

გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომზადება სისტემის სრულყოფის მიზნით;

დ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მობილურობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და შესრულების კონტროლი;

ვ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება;

ზ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების ევროპის და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათ შორის, „ბოლონიის პროცესის“ ფარგლებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია;

თ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ ხელშეკრულებების შემუშავება და შესრულების ხელშეწყობა;

ი) მეცნიერების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;

კ) მეცნიერების დაფინანსების შესახებ წინადადებების მომზადება;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

მ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება;

ნ) ახალგაზრდობის მეცნიერების სფეროში ჩაბმის მიზნით უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება.“;

თ) ამოღებულ იქნეს მე-15 პუნქტი;

ი) მე-16 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სტატისტიკის დეპარტამენტის კომპეტენციაა:“;

კ) ამოღებულ იქნეს მე-17 და მე-18 პუნქტები.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური