დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 23 აგვისტოს N80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018415 |
|
„პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 23 აგვისტოს №80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 23 აგვისტოს N80/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/08/2023, 430060000.22.022.018335) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავებას, ასევე, მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პროფესიული უნარების სააგენტოს (შემდგომ – პროფესიული უნარების სააგენტო) მეთოდოლოგიური მხარდაჭერით, ამ წესისა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებითა და მის შესაბამისად. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების პროცესის წარმართვის მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრასა და მის მიერ დადგენილი წესით დაფინანსებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები