დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 28/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.78.091.016018 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 მარტის №01 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.78.091.016001) და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-8 მუხლის: 1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შიდა აუდიტი – არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარება უშუალოდ სამსახურის უფროსს.“. 2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – არ შედის არცერთი სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარებაში და ექვემდებარება უშუალოდ სამსახურის უფროსს.“. ბ) 81 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) კომპეტენციის ფარგლებში, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული, ზეპირი კონსულტაციების გაწევა, კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;“. გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. ე) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. ვ) მე-111 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. ზ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) კომპეტენციის ფარგლებში, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე წერილობითი კონსულტაციების გაწევა, კონსულტაციების გაწევისას წამოჭრილი საკითხების ანალიზი, სამართლებრივი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება;“. თ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 მუხლები: „მუხლი 161. შიდა აუდიტი 1. შიდა აუდიტის ამოცანებია: ა) სამსახურში შრომითი დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) სამსახურში დისციპლინური სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. 2. შიდა აუდიტის ფუნქციებია: ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად, სამსახურის თანამშრომელთა მიერ სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით განცხადებების, საჩივრებისა და მასალების შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება; გ) შიდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ვადების დაცვის მონიტორინგი; დ) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და ვიზიტორთა შესვლა-გასვლის მონიტორინგი და დაცვის თანამშრომლების ზედამხედველობა, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ე) სამსახურის თანამშრომელთა ყოველთვიური ტაბელის წარმოება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ზ) საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავების უზრუნველყოფა; თ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ი) სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება, რომელიც საჭიროა სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის; კ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად შიდა აუდიტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. 4. დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის უფლებამოსილებები განისაზღვრება სამსახურის დისციპლინური წარმოების წესით. მუხლი 162. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ამოცანებია: ა) სამსახურის საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვის ხელშეწყობა; ბ) სამსახურში პერსონალური მონაცემების დამუშავების საუკეთესო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვა; გ) სამსახურში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში სამსახურის უფროსისთვის ქმედითი დახმარების გაწევა. 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებია: ა) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, სამსახურის თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა; ბ) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი; გ) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; დ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტიდან კონსულტაციების მიღება; ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ვ) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით, სხვა ფუნქციების შესრულება. 3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. 4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი წარუდგენს სამსახურის უფროსს პერიოდულ ანგარიშს სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები