საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-53. 53233614
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016003
გ-53. 53233614
27/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
000000000.00.165.016003
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-53. 53233614

2023 წლის 27 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე მოედნის (სტადიონის) სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და  მე-7 მუხლის საფუძველზე და  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის №40 ოქმით გაცემული თანხმობის  შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ პატარძეულში მდებარე მოედანს (სტადიონს) ეწოდოს „გიორგი ოდიკაძის სახელობის სტადიონი“ თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად.

2. განკარგულება საქართველოს მთავრობის 2015 წლის  1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, გადაეგზავნოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, გაეგზავნოს ასევე სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. (მისამართი: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ალექსი გილაშვილი