დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016440 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2023 - 26/01/2024)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს:
ა.ა) შემოსულობები – 16398,7 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები – 16398,7 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 270,4 ათასი ლარით, მათ შორის: ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად – 270,4 ათასი ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი – 90,0 ათასი ლარით; ა.ე) ვალდებულებების ცვლილება, კლება 58,0 ათასი ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართულის სახით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016405). |
მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16343,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 15025,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 270,4 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1048,2 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14532,2 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1.808.5 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
|
მუხლი 10.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 58,0 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 -ით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 -ით. |
მუხლი 12.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0-ით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 58,0 ათასი ლარით. |
მუხლი 13.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
ხობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 270.4 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) ,,საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 183,0 ათასი ლარი; ბ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6,0 ათასი ლარი; გ) ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება: 0-18 წლამდე ასაკის მქონე პირთათვის ,რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო რეაბილიტაციას, ერთჯერადი თანხით დაფინანსება – 20,0 ათასი ლარი, 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამების, კერძოდ დღის ცენტრის თანხის (კომუნალური ხარჯები) თანადაფინანსება – 10,0 ათასი ლარი, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებზე წელიწადში ორჯერადად 300-300 ლარის ოდენობით დახმარების თანხის გაცემა – 4,2 ათასი ლარი, ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება 47,2 ათასი ლარი. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქრთველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა–შენახვა, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის სკვერებისა და პარკების, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების მოვლა-შენახვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 02 01) ა.ა) გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. პერსპექტივაში ამ მიმართულებით გაგრძელდება ასიგნებების გამოყოფა. ა.ბ) ხიდების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 01 02) ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგდომარეობის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია. სათანადო რესურსების შემთხვევაში ამ კუთხით ასიგნებები კვლავ გამოიყოფა. ბ) კომუნალური ინფრასრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 02) ბ.ა) გარე განათება (პროგრამული კოდი 02 02 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს გარე განათების მოვლა-შენახვის ღონისძიებების გახორციელებას,; ბ.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 02) მომავალ წლებში გათვალისწინებულ იქნება სოფლების წყალმომარაგების პრობლემების მნიშვნელოვანწილად გადაჭრა. ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 03) პერსპექტივაში კვლავ გრძელდება საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. ბ.დ) სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 04) რეგიონის ჭარბნალექიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის საკითხებს. ბ.ე) მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემების მართვა და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) შპს ,,ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული დაწესებულებების სასმელი წყლით მომარაგებას, ასევე ქ. ხობის მოსახლეობისა და ქ. ხობში განთავსებული დაწესებულებებისთვის წყალარინებით მომსახურების უზრუნველყოფას. გ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) მუნიციპალიტეტისათვის ამ მეტად პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში საჭირო იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან სათანადო სახსრების გამოყოფა. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) პროექტი ხორციელდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მიმართულებებზე, გამოკვეთილია გზები, სანიაღვრე არხები და წყალმომარაგების სისტემები. ე) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამით ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტით გამოყოფილი ~ასიგნებებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. ვ)6 ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 07) ერთობლივად დაფუძნებული კერძო სამართლის ა(ა)იპ ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის მართვის ცენტრი“ აწარმოებს უნიკალური ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებას, ორგანიზაცია მოახდენს რეგიონის პოპულარიზებისკენ მიმართული აქტივობების კოორდინირებას კერძო და საჯარო სექტორში რეგიონული ტურიზმის პოპულარიზებისათვის. 2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) შპს ,,ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს ქალაქის სკვერებისა და პარკების მოვლა-შენახვისა და დასუფთავების ღონისძიებების გახორციელებას, გააჩნია შესაბამისი ტექნიკა.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 25 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 750 ბავშვი. ხდება არსებული მატერიალური ბაზის განახლება და ახლის შექმნა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ზრდის სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსებას. 2024 წლისათვის გათვალისწინებული პროექტით - 53,0 ათასი ლარი. ა.ბ) ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02) მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ქართული ფეხბურთის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხდება ასაკობრივი ჯგუფებისა და ქალთა გუნდის ტურნირების დაფინანსება, რაც 2024 წლისათვის შეადგენს 488,8 ათას ლარს. ა.გ) სტადიონების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 01 03) ხდება არსებული სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა. ა.დ) ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 06) ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრში" ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექციები (ჭიდაობის, კრივის, რაგბის, ჭადრაკის, კარატესა და მკლავჭიდის). ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ბ.ა) ძეგლთა დაცვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 02 02) ამ კუთხით გამოყოფილი სახსრები განკუთვნილია ისტორიული ძეგლების მონიტორინგისათვის, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის. ბ.ბ) კულტურული მემკვიდრეობის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) დაგეგმილია სხვადასხვა თემატური ღონისძიება, ხალხური პოეზიის გამოვლენა და შემოქმედ ოჯახებთან შეხვედრა, ახალგაზრდა თაობის ჩართვით. გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები (მხარეთმცოდნეობის კუთხით ლაშქრობების მოწყობა, ახალგაზრდული დღეების გამართვა, ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა თემატურ საკითხებზე შეხვედრების მოწყობა, ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ინიცირებული პროექტების თანადაფინანსება). დ) კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმათლებო საზოგადოებრივი ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახდენს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახორციელებს კულტურულ ღონისძიებებს, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს, . ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტური ცენტრი" კოორდინირებას უწევს ქ. ხობში კულტურის სახლის, ცენტრალური ბიბლიოთეკის ქ. ხობში, 12 სასოფლო ბიბლიოთეკის, 8 სასოფლო კლუბის, 2 სასოფლო კულტურის სახლის, 3 მუზეუმის მუშაობას. ცენტრი ასევე ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან. აქ ფუნქციონირებს სამუსიკო სკოლა, კომპიუტერის შემსწავლელი ცენტრი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. სულ სხვადასხვა წრეებსა და სექციებში გაერთიანებულია 700-ზე მეტი ბავშვი. მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მატერიალური ბაზისა და სპორტული და სასწავლო ინვენტარებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხს. ე) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხობის ხარების დედათა მონასტრისა და პირველი ხორგის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელსეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადსხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, ერთიანი სახერლმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები (პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება.) იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა ( იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგებადადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაცინათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიტოების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა (წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დაგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები (წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა.) პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა (მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა (მალარიის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება). სანიტარული ღონისძიებები (საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-საარმზრდელო დაწესებულებებსი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. ბ) ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02) მუნიციპალიტეტი ახდენს იმ მცირერიცხოვანი სულადობის მქონე სოფლების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც დარჩნენ სახელმწიფო პროგრამის გარეშე. ამ მიზნით 2024 წელს გამოიყოფა 53,7 ათასი ლარი. გ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. გ.ა) ავადმყოფთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის ფაქტიური საოპერაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსება, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად, ასევე სატრანსპორტო ხარჯების დასაფარავად დახმარება ეძლევა დიალეზით დაავადებულებს, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. გ.ბ) სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის ვეტერანთა და დევნილთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. გ.გ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 მაისის ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 06 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, ასევე ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დახმარება. გ.დ) მრავალშვილიანი ოჯახებისა (4 შვილი და მეტი), დედ-მამით ობოლი ბავშვების და 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა 4 და მეტი შვილზე 80 ოჯახს, 100 წელზე უხნესს 7 პიროვნებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად.. გ.ე) უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება უმწეოთა კვების ხარჯების დაფინანსება და გამოყოფილია 125,0 ათასი ლარი 155 ბენეფიციარის მომსახურებაზე. გ.ვ) ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სულ 40.0 ათასი ლარი, 1 ახალშობილზე, პირველ და მეორე ბავშვზე 200 ლარი, მესამე და ზემოთ შვილზე 300 ლარი, მეექვსე და ზემოთ 600 ლარი. გ.ზ) უმწეო კატეგორიაზე სასმელი წყლის ხარჯის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში 0-57000 სარეიტინგო ქულის მქონეთ ეწევა დახმარება, რაც მოიცავს 130-მდე ოჯახს, რომელთა სულადობა 600-მდეა, გამოყოფილია 17.0 ათასი ლარი. დ) უმწეოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად, 2024 წელს გამოყოფილია 20.0 ათასი ლარი, განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. ე) ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებითა და ხანძრით დაზარებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. ვ) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება, უკიდურესად ავარიული სახლების შესაკეთებლად, გაიცემა ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
თავი III
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები