დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018410 |
|
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №04/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 29/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018004):
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ ; 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.“; 3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულება“; ბ) პირველი - მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“; გ) მე-5 მუხლის: გ.ა) „ო“ - „ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში/დარგებში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და შეფასება; პ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევითი საქმიანობის ინიცირება/წარმართვა/კოორდინაცია; ჟ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში/დარგებში ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება; რ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების/დარგების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და მათი შესრულების კონტროლი/მონიტორინგი; ს) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, მის სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება/მონიტორინგის მიზნით; ტ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;“; გ.ბ) ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ფ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში; ქ) უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების/დარგების მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;“; გ.გ) ,,ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ყ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სტრატეგიების დაგეგმვის, განხორციელების პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა;“; დ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა და წახალისება. „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული პრიორიტეტების შემუშავება, მათი კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის მომზადება; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; პოლიტიკის განხორციელების პროცესში თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;“; ე) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა: გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშგება; ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების (კვლევა, ანალიზი, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი) პროცესში სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა; გ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სტრატეგიული განვითარების პროცესის ღიაობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; დ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის/ სტრატეგიული დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ე) სტრატეგიული განვითარების პროცესში სამინისტროს შიდა და გარე თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის შესაბამისად ჩართულობის კოორდინაცია, სხვა უწყებების/დარგების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიზნით; თ) ყველა დაინტერესებული მხარის საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების განვითარების, სამოქმედო გეგმების შემუშავება/ანგარიშგების საკითხში; ი) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევითი საქმიანობის საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა და წარმართვა; კ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკასა და სფეროებში/დარგებში საერთაშორისო სტანდარტების და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმატებული გამოცდილების შესწავლა; ლ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების/დარგების განვითარებისათვის რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება კვლევისა და ანალიზის საფუძველზე; მ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;“; ვ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინკლუზიური განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით კვლევითი საქმიანობის ორგანიზებაწარმართვა და განხორციელების ხელშეწყობა/თანამონაწილეობა; გ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ინკლუზიურ განვითარებასთან დაკავშირებულ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა და ცვლილებების ინიცირება; დ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების ინკლუზიური განვითარების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი გათვალისწინებით შესაბამისი მეთოდოლოგიის, სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების შემუშავება-განხორციელების კოორდინაცია; ე) პირის სპეციალური საჭიროების იდენტიფიცირება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში მის საჭიროებაზე მორგებული ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სერვისების განვითარება და ინტეგრაციის მხარდაჭერა; ვ) ინკლუზიური განვითარების მიმართულებით ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ზ) დაფინანსების მოდელების შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება; თ) ინკლუზიური განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა; ი) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების ინკლუზიური განვითარების საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის მიღება; კ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების/სტუდენტების სწავლა-სწავლების პროცესის მხარდაჭერა ტექნოლოგიების, ალტერნატიული მხარდამჭერი პროგრამების, რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ლ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს ინკლუზიური განვითარების მიზნით პროგრამების და პროექტების განხორციელება; მ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების ინკლუზიური განვითარების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ნ) ადგილობრივ/საერთაშორისო და სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ო) სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა; პ) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ ინკლუზიური განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია; ჟ) სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; რ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიული მიზნების განსაზღვრის მიზნით სტატისტიკური მონაცემების მოძიება და დამუშავება; ს) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ტ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები