„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016680
78
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
300320000.16.009.016680
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №78

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების  (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003) პირველი მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2)  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მომხმარებლებისათვის, გარდა ქ. რუსთავის თვითმმართველი ერთეულისა, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა)  გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0.424 ლარი/მ3, მათ შორის:

ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი –  0.321 ლარი/მ3;

ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი  0.103 ლარი/მ3;

ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული  ტარიფი – 3.828 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2.895 ლარი/სულზე/თვეში;

ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.933 ლარი/სულზე/თვეში;

გ)  არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული  ტარიფი – 7.464 ლარი/მ3, მათ შორის:

გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 5.713 ლარი/მ3;

გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 1.751 ლარი/მ3.“.

2.  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21)  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქ. რუსთავის თვითმმართველი ერთეულის მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა)  გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0.424 ლარი/მ3, მათ შორის:

ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0.377 ლარი/მ3;

ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი   0.047 ლარი/მ3;

ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული  ტარიფი – 2.549 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2.264 ლარი/სულზე/თვეში;

ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.285 ლარი/სულზე/თვეში;

გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული  ტარიფი – 5.508 ლარი/მ3, მათ შორის:

გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 4.881 ლარი/მ3;

გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი –  0.627 ლარი/მ3.“.

3. მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2027 წლის 1 იანვრამდე.    

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე